რუბრიკები
მიხეილ სააკაშვილმა ზუგდიდელებს მიმართა (ვიდეო)
"მიშა, საქართველოს სჭირდები,"- ამ ლოზუნგით ზუგდიდში აქცია გაიმართა. საპროტესტო აქციის მონაწილეები ხელისუფლების გადადგომასთან ერთად სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და გაჩერებული მშენებლობების განახლებას მოითხოვდნენ. ზუგდიდში გამგეობის შენობის წინ შეკრებილებს საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სკაიპით მიმართა:  „ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ არ დავკარგოთ ერთმანეთთან კავშირი. მე განსაკუთრებით მენატრება სამეგრელო, და განსაკუთრებით მენატრება გარდა ყველაფერ დანარჩენისა იმის გამო, რომ ყველაზე მეტი განვითარების პროექტი დავტოვეთ სამეგრელოში, და ყველაზე მეტად შეგვიჩერეს სამეგრელოში. ვინც რა უნდა ილაპარაკოს, დღეს რომ ლაზიკა ყოფილიყო, საქართველოში და სამეგრელოში შეიქმნებოდა ასობით ათასი სამუშაო ადგილი, პირდაპირ და არაპირდაპირ. რომ არ გაეჩერებინათ ფოთის კარბამიტის ქარხნის მშენებლობა, დამატებით ათეულ ათასობით ადგილს შექმნიდა ესეც. ჩვენ გვქონდა წარმოუდგენლად ლამაზი პროექტები ანაკლიაში. დღეს ეს კარკასები ლპება და ყველაფერი გაჩერებულია. ჩვენ უნდა გაგვეყვანა სანაპიროს გასწვრივ ახალი გზები და უნდა განგვევითარებინა მთელი სანაპირო ზოლი. ეს პროექტი გააჩერეს და მოკლეს. აფხაზეთს და სამეგრელოს ებმებოდა ასევე სვანეთის პროექტი, ძალიან ბევრი რამ დავიწყეთ იქ, მაგრამ პრაქტიკულად კუს ნაბიჯებით მიდის, ერთი მეათედით და დანარჩენი შეაჩერეს და მოკლეს. გეგონება ვიღაცამ შეგნებულად სამეგრელოს დაუსტოპა, დაუპაუზა მომავლის პერსპექტივა. ამიტომ ჩემთვის ამ ყველაფრის შებრუნება არ არის ვიღაცის რევანში. მე პირდაპირ ვაცხადებ, როგორი გამწარებულებიც არ უნდა ვიყოთ, როგორი გაბრაზებულებიც არ უნდა ვიყოთ, როგორ უსამართლობებთანაც არ უნდა გვქონდეს საქმე, ჩვენ არავითარ შემთხვევაში, არავის მიმართ არ უნდა გავატაროთ რაიმე სახის, ან სისხლის სამართლებრივი დევნა, ან რაიმე სახის შევიწროება. საქართველოს არ შეუძლია, არ აქვს ფუფუნება, რომ მუდმივად ერთსა და იმავე წრეზე დადიოდეს, რომ ერთი მთავრობა ცვლიდეს მეორეს და იჭერდეს ძველს, მერე ახალი მოდიოდეს, ან ძველი ბრუნდებოდეს. ესე არ გამოვა. მაგრამ ჩვენ მიერ მათი დასჯა იქნება ძალიან მარტივი, რომ ის, რაც მათ შეაჩერეს თავისი ბოღმის, თავისი შურის, სიძულვილის, თავისი კომპლექსების, თავისი პატარა კაცობის გამო, ეს ყველაფერი აღვადგინოთ, მართლა ავაშენოთ ჩვენი ოცნების ქალაქი ლაზიკა, რომელიც სხვათაშორის ზუგდიდისთვის იქნება წარმოუდგენელი შვება. ამათ გონიათ, რომ ქვეყანა ჩალით არის დახურული და შეუძლიათ თქვან, რომ ნგრევა არის აღმშენებლობა, რომ შეჩერება არის თურმე გაგრძელება, მაგრამ ამასაც ვერ აკეთებენ, იმიტომ, რომ უნიჭოები არიან. უნიათოები არიან და ბოროტები არიან. ჩვენ კი ვართ შენების და სინათლის ძალა. ჩვენ ვართ მომავლის ძალა“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. აქციაზე ბაჩო ახალაიას წერილიც წაიკითხეს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.