რუბრიკები
სუხიშვილებმა ეგვიპტის პირამიდებთან კონცერტი გამართეს
ქართულმა ნაციონალურმა ბალეტმა, საქართველოს დამოუკიდებელობის დღე ეგვიპტის პირამიდებთან შთამბეჭდავი კონცერტით აღნიშნეს. ეგვიპტეში საქართველოს საელჩო ამ კონცერტის გამართვას რამდენიმე წელია გეგმავდა, თუმცა საქართველოს ელჩისა და ეგვიპტის ტურიზმის მინისტრის შეხვედრის შემდეგ, ღონისძიების ჩატარება 26 მაისს გადაწყდა. ორსაათიანი კონცერტი ოთხი ათასამდე მაყურებელმა იხილა. ძველ კლასიკურ ნომრებთან ერთად, ანსამბლმა ახალი ქორეოგრაფიული ნომრებიც წარმოადგინა და დამსწრე საზოგადოებას შერეული პროგრამა წარუდგინა. ამ კონცერტისთვის შესრულდა რამოდენიმე, სხვადასხვა წლებში დადგმული ცეკვაც. "ქართველები ძალიან ლამაზი ხალხი ხართ. კონცერტი ნამდვილად არაჩვეულებრივი გამოვიდა რისთვისაც ძალიან დიდ მადლობას გიხდით" - განაცხადა დულ აბდულრაჰიდმა, ეგვპიტის კულტურის მინისტრმა. კონცერტს ეგვიპტის მასშტაბით პირდაპირ ეთერში რამოდენიმე ეგვიპტური არხი გადასცემდა, ხოლო დამსწრე საზოგადოება შოუს დამთავრების შემდეგ ანსამბლს აპლოდისმენტებით დიდი ხნის განმავლობაში აჯილდოვებდა. უძველესი ცივილიზაციის კერასთან გამართლი კონცერტი ქართული ნაციონალური ბალეტის 70 წლიან ისტორიაში ერთ-ერთ გამორჩეულ სანახაობად დარჩება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.