რუბრიკები
არ დატოვოთ მობილური საძინებელში
როგორც ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, ათიდან რვა ადამიანს მობილური ტელეფონი საწოლთან ახლოს უდევს და დაახლოებით ნახევარი საერთოდაც მას მაღვიძარის სახით იყენებს. თუმცა ექსპერტები შეშფოთებულნი არიან იმ ეფექტით, რასაც ჩვენზე ახდენს მობილური ტელეფონი _ გარდა იმისა, რომ მისი გამოსხივება უშუალოდ მოქმედებს თავის ტვინზე და ზოგადად ჯანმრთელობაზე, განსაკუთრებით მაშინ, როცა გვძინავს, ასევე იწვევს შფოთვისა და ფორიაქის მდგომარეობას და გვაიძულებს, დაძინებამდე უამრავ რამეზე ვიფიქროთ. მეცნიერები და ექიმები ერთხმად გვირჩევენ, რომ გაცილებით უკეთ დავიძინებთ, თუ საძინებელი ზონიდან მოვაცილებთ მობილურ ტელეფონს და ასევე სხვა ელექტრონულ მოწყობილობას. დოქტორ გაი მედოუზის თქმით, რომელიც ლონდონის უნივერსიტეტში უძილობის პრობლემებზე მუშაობს, საძინებელი უნდა იყოს საძინებელი და მასში არ არის ადგილი არც ტელევიზორისთვის, არც კომპიუტერისა და არც მობილური ტელეფონებისთვის. თვითონ ექიმი გაი მედოუზი, როგორც ამბობს, თავის სმარტფონს ყოველთვის სამზარეულოში ტოვებს _ რაც შეიძლება შორს საძინებლისგან. მობილურ ტელეფონთან ახლოს ძილი იწვევს თავბრუსხვევას და თავის ტკივილს. ჰარვარდის უნივერსიტეტის ექიმის ჩარლჩ ჩეიზლერის ვარაუდით, მობილური ტელეფონიდან გამომავალი მცირე შუქიც კი, მძინარე ადამიანის თვალის ბადურას აღიზიანებს და ბევრ პრობლემას იწვევს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.