რუბრიკები
სოფელ ცაიშში სასათბურე მეურნეობაში 8 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა (ვიდეო)
8 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიცია და ახალი სასათბურე მეურნეობა 5,5 ჰექტარზე სოფელ ცაიშში, – პროგრამის აწარმოე საქართველოში ფარგლებში დაფინანსებული საწარმო STIMOR Associate დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაათვალიერა.

სამთავრობო პროგრამის ფარგლებში STIMOR Associate-მა 2 მილიონი დოლარის დაფინანსება მიიღო.

თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საწარმოს 3 ჰექტარზე, 150 ტონა პომიდვრის მოსავალი უკვე მიღებულია, რომელიც, როგორც შიდა ბაზარზე, ასევე – ექსპორტზეც გადის. ირაკლი ღარიბაშვილმა ინვესტორებს პროექტის წარმატებით განხორციელება მიულოცა და აღნიშნა, რომ ისინი, გამორჩეულად პატრიოტი ბიზნესზმენები არიან, რომლებმაც რამდენიმე მილიონი დოლარის ინვესტიცია სამშობლოში განახორციელეს. “საწარმო შეიქმნა სახელმწიფო თანადაფინანსებით, ეს არის ქართული ინვესტიცია. სათბურში დღეში 10 ტონა პომიდორი მოჰყავთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ რეგიონისთვის. ჩვენ მთავარ ამოცანად დავისახეთ ქართული წარმოების განვითარება და მნიშვნელოვანია, რომ ქართული პომიდორი ეტაპობრივად უკვე ანაცვლებს იმპორტირებულ დაბალხარისხიან პომიდორს. რესურსი 3 ეტაპად ვითარდება. გეიზერული წყლები და აქ არსებული რესურსი წლების განმავლობაში გამოუყენებელი იყო და ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ამ რესურსით დავინტერესდით. შეიძლება ითქვას, რომ დაახლოებით 2-3 წელიწადში ჩვენ ჩავანაცვლებთ იმპორტირებულ ბოსტნეულს, რაც მართლაც ეროვნული საქმეა”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.