ირაკლი ღარიბაშვილმა ზუგდიდში "მაკდონალდსი" გახსნა (ვიდეო)
15:39 / 02.06.2015
ირაკლი ღარიბაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩ რიჩარდ ნორლანდთან ერთად ზუგდიდში „მაკდონალდსი“ ოფიციალურად გახსნა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით,ევროპული ტენდენციების მიხედვით შექმნილი და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი რესტორანი, უპრეცენდენტოდ მოკლე ვადაში – 5 თვეში აშენდა.
განხორციელებული ინვესტიციის მოცულობამ 5.2 მილიონი ლარი შეადგინა.რესტორანში უკვე 70 ახალგაზრდაა დასაქმებული. “ეს არის უნიკალური პროექტი. მსგავსი ტექნოლოგიებით გაკეთებული რესტორანი მეხუთეა ევროპაში და მისასალმებელია, რომ ის ზუგდიდში გაიხსნა. რესტორნის გახსნაში აქტიურად იყო ჩართული გუბერნატორი და ადგილობრივი ხელისუფლება.ასევე, მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო აშშ-ის ელჩს, რომელიც ჩვენი ქვეყნის მხარდამჭერია. ჩვენ გვიხარია, რომ კიდევ ერთი ამერიკული რესტორანი გაიხსნა საქართველოში”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ ზუგდიდის მერს ირაკლი გოგოხიას 10 ათასი ლარის კუპონი გადასცა სოციალურად დაუცელი ბავშვებისთვის. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა,რომ ჭყონიას საპატიო ზუგდიდელის წოდება უნდა მიენიჭოს.
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები