რუბრიკები
მალთაყვის სანაპირო ზოლის რეაბილიტაცია ივნისის ბოლოს დაიწყება
ფოთში მალთაყვის სანაპირო ზოლის, პლაჟთან მისასვლელი გზის მშენებლობა და რეაბილიტაცია იწყება. პროექტის განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 18 500 508 ლარი დახარჯება.  ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის, ეკა ბესელიას ბიუროს ინფორმაციით, ზღვის სანაპირო ზოლის გასწვრივ მოეწყობა შიდა მომსახურების გზა, ღია ავტოსადგომებით. 370 მეტრზე მოხდება საფეხმავლო გზის (ბულვარის) მშენებლობა და მცირე არქიტექტურული ფორმების განთავსება. მთლიანად სანაპირო ზოლზე გათვალისწინებულია გაზის, ელექტროენერგიის, წყლის, საკანალიზაციო კომუნიკაციების გაყვანა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის სათანადო პირობების შექმნა. "ფოთელებისათვის დიდი ხნის საოცნებო პროექტის განსახორციელებლად საჭირო თანხები საქართველოს პარლამენტში ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის ეკა ბესელიას ძალისხმევით ბიუჯეტიდან უკვე მოძიებულია. პროექტი მაჟორიტარი დეპუტატის შუამდგომლობით და თვითმმართველობის თხოვნით საქართველოს მთავრობამ დააკმაყოფილა. ფოთის თეატრის, საპორტული არენების და სხვა კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი ობიექტის შემდეგ მალთაყვის სანაპირო ზოლი იქნება ყველაზე მასშტაბური პროექტი რომელიც ბოლო პერიოდში დასავლეთ საქართველოში განხორციელებულა - გილოცავთ მეგობრებო, ფოთელებო ჩვენს ქალაქში მალე კიდევ ერთი გრანდიოზული პროექტის დასრულებას შევძლებთ",- აცხადებენ ბიუროში.  მალთაყვის სანაპირო ზოლის კეთილმოწყობის სამუშაოები 2015 წლის ივნისის ბოლოს დაიწყება. მშენებლობა 2017 წელს დასრულდება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.