რუბრიკები
ზუგდიდში NDI-ს ორგანიზებით, ,,საკრებულოს წევრის ეთიკის კოდექსი“ განიხილეს (ვიდეო)
ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს წევრებმა საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად ,,საკრებულოს წევრის ეთიკის კოდექსი“ განიხილეს. კოდექსის საჯარო განხილვა საერთაშორისო ორგანიზაცია NDI-ს ორგანიზებით, ზუგდიდის დემოკრატიული ცენტრის ოფისში გაიმართა. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგნელებს ეთიკის კოდექსთან დაკავშირებით, საკუთარი მოსაზრებები, შენიშვნები და რეკომენდაციები აქვთ. განსაკუთრებული კამათი გამოიწვია კოდექსის მესამე მუხლმა, სადაც საკრებულოს წევრებს შორის ურთიერთ უპატივცემლობასა და შეურაცხყოფაზეა საუბარი. “სამართლებრივი დაცვის ინსტიტუტის” იურისტის რუსუდან პაჭკორიას თქმით, კოდექსის მესამე მუხლში ტერმინები - უპატივცემლობა და შეურაცხყოფა განმარტებული უნდა იყოს და პუნქტებად ჩამოყალიბდეს. აღნიშნულ მოსაზრებას ეთანხმება ქალაქის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ანა წითლიძე. მისი თქმით, თუ ტერმინები - უპატივცემლობა და შეურაცხყოფა არ იქნება განმარტებული, ეს მომავალში პრობლემებს შექმნის, რადგან ეს ტერმინები ყოველთვის სადაო იქნება. „ჩვენ გვქონდა არაერთი რეკომენდაცია, რომელიც ამ დოკუმენტში გათვალისწინებული იქნა და გვაქვს რეკომენდაციები, რომელიც ჯერ არ არის გაზიარებული. ეს კონკრეტულად მესამე თავს ეხება, სადაც ბოლომდე არ არის ჩაშლილი თუ რა შეიძლება ჩაითვალოს უპატივცემლობად და შეურაცხყოფად“, - თქვა ანა წითლიძემ. ეთიკის კოდექსის პროექტის ერთ-ერთი ავტორის და საკრებულოს წევრის ნუგზარ სარიას თქმით, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ერთად ეთიკის კოდექსის ბოლო განხილვა შედგა და მათ რეკომენდაციებს მაქსიმალურად გაითვალისწინებენ. „შეურაცხყოფა და უპატივცემლობა, ეს ისეთი ტერმინებია, რომელთაც ამომწურავად ვერ განმარტავ. ძალიან ძნელია შეურაცხყოფის დეფინიცია გააკეთო დოკუმენტში და თქვა ეს არის მისი აბსოლუტური განმარტება. ჩვენ ამ კოდექსის შექმნისას ვიხელმძღვანელეთ ევროპული გამოცდილებით და იქაც იგივე ფორმითაა გადმოცემული, როგორც ჩვენთან. თუმცა მაქსიმალურად შევეცდებით ყველა რეკომენდაცია შეძლებისდაგვარად გავითვალისწინოთ.“,- თქვა ნუგზარ სარიამ. ეთიკის კოდექსის პროექტზე ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს ფრაქციამ „ ზუგდიდის მომავლისთვის“ იმუშავა. კოდექსის საბოლოოდ დამტკიცების შემთხვევაში, საქართველოში ზუგდიდი იქნება პირველი ქალაქი, რომლის საკრებულოსაც ეთიკის საკუთარი კოდექსი ექნება. გთავაზობთ რამდენიმე მუხლს ამავე კოდექსის პროექტიდან: 1. საკრებულოს წევრებმა თავის საქმიანობაში არ უნდა დაუშვან ნეპოტიზმი და ნებისმიერ შემთხვევაში უნდა აღკვეთონ ეს უარყოფითი მოვლენა. 2. საკრებულოს წევრებმა აქტიურად უნდა ითანამშრომლონ მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებთან საზოგადოებისთვის აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით. 3. საკრებულოს წევრებმა კრიტიკის მიმართ ტოლერანტული და კორექტული დამოკიდებულება უნდა გამოავლინონ. კოდექსის პროექტის თანახმად, ეთიკის კოდექსის დარღვევის გამო საკრებულოს წევრს წესრიგისკენ მხოლოდ საკრებულოს თავმჯდომარემ შეიძლება მოუწოდოს. კოდექსის დამრღვევს შემდეგი პასუხისმგებლობა ეკისრება: წესრიგისკენ მოწოდება. გაფრთხილება გაფრთხილება ოქმში შეტანით სიტყვით გამოსვლის უფლების ჩამორთმევა შესაბამის საკითხზე გადაწყვეტილების მიღებამდე. ემოციურად გამოხატავს თავის კმაყოფილებას ან უკმაყოფილებას სხდომის მიმდინარეობასთან დაკავშირებით, რითაც ხელს უშლის სხდომის მიმდინარეობას და სხვა. სხდომაზე მომხდარ ინციდენტს შესაბამისი კომისია განიხილავს. საბოლოოდ, კოდექსის დამრღვევის ვინაობა გასაჯაროვდება. “მოხდება საკრებულოს ყველა იმ წევრის ვინაობის გასაჯაროება ყველა კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც ადგილი ექნება მათი მხრიდან არაეთიკური და არაპროფესიული საქციელის ჩადენას”, – წერია კოდექსის პროექტში.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.