ზუგდიდში პროექტის „დანერგე მომავალი“ პრეზენტაცია გაიმართა (ვიდეო)
15:53 / 04.06.2015
დღეს სოფლის მეურნეობის პროექტის მართვის სააგენტოს დირექტორმა მარიანა მორგოშიამ და საგრანტო ოფიცერმა ალექსანდრე მელქაძემ პროგრამა „ დანერგე მომავალი“, სამეგრელო-ზემო სვანეთის ადგილობრივი თვითთმართველობის წარმომადგენლებს გააცნეს.
განცხადების მიღება სოფლის მეურნეობის პროექტის მართვის სააგენტოში 15 ივლისიდან დაიწყება და პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს საშუალება ექნებათ ახალი ხეხილის ბაღები შემოდგომაზე გააშენონ.
პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში სულ 14 განაცხადი დამტკიცდა და 14 ბენეფიციარზე 575,889 ლარის დაფინანსება იქნა გაცემული. 89.63 ჰექტარის მიწის ფართობზე გაშენებულია 84, 3 ჰა ვაშლის კულტურა, 1ჰა-ატამი, 3.09ჰა ქლიავი, 1,2ჰა ბალი. სოფლის მეურნეობის პროექტის მართვის სააგენტოს დირექტორის მარიანა მორგოშიას თქმით, „დანერგე მომავალის" ფარგლებში საგაზაფხულოდ ბაღების გაშენების პროცესი დასრულებულია , რაც შეეხება საშემოდგომოდ სანერგე მეურნეობების გაშენებას, განაცხადების მიღება ივლისის თვიდან დაიწყება.„ ჩვენ ვვარაუდობთ რომ ამ პროექტში სამეგრელო სექტემბრის თვიდან ჩაერთვება და აქ ძირითადად თხილის კულტურა გაშენდება“.- თქვა ჟურნალისტებთან საუბრისას მარიანა მორგოშიამ.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ პროგრამის „ დანერგე მომავალი“ განხორციელება თებერვლის ბოლოდან დაიწყო და მისი მიზანია საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში სასოფლო- სამეურნეო მიწების მიზნობრივი გამოყენება და მრავალწლოვანი ბაღების გაშენება.
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები