რუბრიკები
„ეიპიემ ტერმინალსი“ ფოთის მეგა-პორტის მშენებლობის გეგმას კიდევ ერთხელ ადასტურებს
2015 წლის 29 მაისს თურქეთში, სტამბოლში გაიმართა “შავი ზღვის პორტებისა და გადაზიდვების” ყოველწლიური, რიგით მე-4 კონფერენცია თემაზე - „შავი ზღვის პორტები - რეგიონის ეკონომიური ზრდის ხელშემწყობი ფაქტორები“, სადაც სიტყვით გამოვიდა „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ გენერალური დირექტორის მოადგილე ბატონი ჯოზეფ ქროული. ბ-ნ ქროულმა ისაუბრა ფოთის პორტის, როგორც შავი ზღვის, ხმელთაშუა ზღვისა და ცენტრალური აზიის კომერციული საქმიანობისათვის მნიშვნელოვანი კარიბჭის უპირატესობებსა და ხელსაყრელ პირობებზე. „მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ბანკის საპროგნოზო მაჩვენებელი კავკასიის რეგიონების ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით შემცირდა, „ეიპიემ ტერმინალსი“ აგრძელებს ინვესტიციების განხორციელებას ფოთის პორტში, რათა უზრუნველყოს მომავალში მზარდი ტვირთნაკადის მიღება“ - განაცხადა ბატონმა ქროულმა, ამასთანავე მისი თქმით, „პორტის ინფრასტრუქტურისთვის განხორციელებული ინვესტიცია ხელს შეუწყობს მომავალში კარიბჭის მოცულობის ზრდას, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია საქართველოსთვის გლობალური სავაჭრო პარტნიორობის თვალსაზრისით“. 2011 წლის აპრილში, „ეიპიემ ტერმინალსმა“ შეისყიდა საქართველოში ყველაზე დიდი პორტი - „ფოთის საზღვაო ნავსადგური“ რომელსაც მრავალმიზნობრივი დანიშნულება აქვს. ნავსადგურში სულ 15 ნავმისადგომია, სადაც ხდება ყველანაირი სატვირთო მომსახურების, მათ შორის რო-რო სერვისის განხორციელება. ნავმისადგომების მთლიანი სიგრძე შეადგენს 2,900 მეტრს, სადაც 20-ზე მეტი საპორტო ამწეა განლაგებული. სათავეში მოსვლის დღიდან, „ეიპიემ ტერმინალსმა“ უზრუნველყო 70 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელება მოძველებული საპორტო ინფრასტრუქტურის, საბაჟო ცენტრის, სარკინიგზო და საავტომობილო გზების და სერვისის განახლების მიზნით. მარცვლეულის გადამამუშავებელი ტერმინალი (500,000ტონა - წლიური მწარმოებლურობის შესაძლებლობით) გაიხსნა 2013 წლის მაისში, რომელიც წარმოადგენს ცენტრალური აზიის ხორბლის ექსპორტისთვის ალტერნატიულ მარშრუტს შავი ზღვისა და ხმელთაშუა ზღვის რეგიონებში. 2014 წელს, საქართველოს პორტებში, კონტეინერების საერთო ტვირთბრუნვამ დაახლოებით 480,000TEU შეადგინა, საიდანაც 80% ანუ 385,000TEU ფოთის პორტზე მოდის. 2015 წელს, ფოთის პორტი გეგმავს 8 მილიონი ტონა ტვირთისა და 400,000TEU კონტეინერის გადამუშავებას, 1,300-ზე მეტი გემის შემოსვლით პორტში. „ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ დაასრულა პორტის გენერალური გეგმის დეტალური შესწავლა, რომელიც ითვალისწინებს მომავალში მზრადი ტვირთნაკადის მიღებას და ტრანსპორტირებას როგორც საქართველოს, ასევე მეზობელი ქვეყნების სომხეთისა და აზერბაიჯანის გავლით. გასულ წელს, სახმელეთო საკონტეინერო ტერმინალის მშენებლობის დასრულებით, „ეიპიემ ტერმინალსმა“ გადადგა პირველი ნაბიჯი ფართო-მასშტაბური პორტის გაფართოების პროექტის განხორციელებისკენ. გაფართოების გეგმის მომდევნო ეტაპი, რომელიც სავარაუდოდ 2018 წელს დასრულდება, მოიცავს ორი ახალი ღრმაწყლიანი ნავმისადგომის მშენებლობას, სადაც წლიური გამტარუნარიანობა იქნება ერთი მილიონი TEU, ხოლო ნავმისადგომზე შესაძლებელი იქნება 9,000TEU სიმძლავრის გემების მიღება. დაგეგმილი ახალი ნავმისადგომები, რომლებიც უნდა აშენდეს არსებული სახმელეთო საკონტეინერო ტერმინალის წინ, საშუალებას მისცემს გაფართოებულ ღრმაწყლიან მეგა- პორტს სრულად გამოიყენოს არსებული ტერმინალი, სამანქანო გზა და სარკინიგზო ინფრასტრუქტურა. პროექტის დასრულების შემდგომ, ფოთის მეგა-პორტის წლიური ტვირთბრუნვის სიმძლავრე იქნება 50 მილიონი ტონა და 2 მილიონი TEU კონტეინერი. ფოთის მეგა-პორტში, რომლის სიღრმე იქნება 16 მეტრამდე, შესაძლებელი გახდება შავ ზღვაში მოძრავი ყველაზე დიდი გემების შემოსვლა. „ფოთის მეგა-პორტის მშენებლობა განაპირობებს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას ასევე სავაჭრო საქმიანობის ხელშეწყობას პორტში, ქვეყანაში და შესაბამისად რეგიონში“ განაცხადა ბატონმა ქროულმა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.