რუბრიკები
ბერძნული სალათა
რეცეპტის ინგრედიენტები: საკმაზი: 1 ჭიქა ზეთისხილის ზეთი (შესაძლებელია ¾ ჭიქაც) 1 დიდი ან 2 საშუალო ლიმონი (დაწურვამდე გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე) 2–4 ჩაის კოვზი ორეგანო (თავშავა) 3 ჩაის კოვზი ახლად დაქუცმაცებული ნიორი (2 საშუალო კბილი) 1 ჩაის კოვზი გამხმარი რეჰანი 2 ჩაის კოვზი წითელი ღვინის ძმარი ½ ჩაის კოვზი მარილი (ან გემოვნებით) 1 ჩაის კოვზი შაქარი ½ ჩაის კოვზი ახალი დაფქული შავი პილპილი (ან გემოვნებით) სალათა: 1 დიდი სალათის ფურცელი (დაჭრილი, ან 2 პატარა) 2–3 პატარა პომიდორი (გრძლად დაჭრილი) 1 კიტრი (გათლილი, თესლგაცლილი და დაჭრილი) 1 თავი წითელი ხახვი, ფენებად დაჭრილი 1 მწვანე ბულგარული წიწაკა (თესლგაცლილი, რგოლებად ან გრძლად დაჭრილი) 200 გ ფეტას ყველი (დაფშვნილი) 1 ჭიქა ზეთისხილი (სასურველია კალამატას ჯიშის) მომზადების წესი : 1. ათქვიფეთ ზეთისხილის ზეთი ლიმონის წვენთან, 2 ჩაის კოვზ გამხმარ ორეგანოსთან, ნიორთან, გამხმარ რეჰანთან, 2 ჩაის კოვზ წითელი ღვინის ძმართან, შაქართან და მარილთან ერთად, სანამ არ მიიღებთ ერთგვაროვან მასას (საჭიროების შემთხვევაში დაამატეთ ორეგანო ან ლიმონის წვენი). შეაზავეთ შავი პილპილით. გააჩერეთ მაცივარში ორიოდე საათი, რომ არომატები კარგად შეერიოს ერთმანეთს. 2. მოათავსეთ სალათის ინგრედიენტები დიდ თასში. მოასხით საკმაზი და აურიეთ. სურვილის შემთხვევაში მირთმევამდე გააჩერეთ სალათი ოთახის ტემპერატურაზე 20 წუთით ან შედგით მაცივარში 1 საათით (ამ შემთხვევაში რამდენჯერმე აურიეთ). გემრიელად მიირთვით!
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.