რუბრიკები
პროექტი „ცოცხალი წიგნები“ სამეგრელოში

8-9-10-11 ივნისს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტის „ცოცხალი წიგნები“ ფარგლებში თანამედროვე ქართველი მწერლების 5 კაციანი მობილური ჯგუფი სამეგრელოს ესტუმრება. ჯგუფის შემადგენლობაში არიან: დიანა ანფიმიადი, თეა თოფურია, გელა ჩქვანავა, ლია ლიქოკელი, ნატო დავითაშვილი.

„ცოცხალი წიგნები“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტია და გულისხმობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სოფლებისა და ქალაქების საჯარო სკოლებში, ბიბლიოთეკებში, მუზეუმებში, კულტურის სახლებსა და სხვა საჯარო დაწესებულებებში თანამედროვე მწერლების სტუმრობას და მკითხველთან შეხვედრას. პროექტის ფარგლებში ეწყობა პოეზიის საღამოები და იმართება დისკუსიები ადგილობრივ მოსახლეობასთან მათთვის საინტერესო თემებზე.

მწერლები სტუმრობენ რეგიონის საპატიო, ხანდაზმულ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ბაშვთა სახლებს, საჯარისო-სამხედრო ნაწილებს, სასჯელაღსრულებით დაწესებულებებს. შეხვედრები იმართება არაქართულენოვან მოსახლეობასთანაც. რეგიონებში ვიზიტისას, მწერლები ასევე ზრუნავენ ნიჭიერი ადგილობრივი შემოქმედების გამოვლენაზე.

პროექტში აქტიურად არის ჩართული საგამომცემლო სექტორიც. ეწყობა ლოკალური წიგნის ბაზრობები - მწერლები თავად გვევლინებიან გამავრცელებლების როლში. თავიანთ საავტორო წიგნებთან ერთად, ისინი პოპულარიზაციას უწევენ კოლეგების შემოქმედებასაც. რეგიონებში ვიზიტის პერიოდში, მწერლები აწარმოებენ დღიურებს და ჩანაწერებს, რომლის მიხედვითაც, პროექტის დასრულების შემდეგ გამოიცემა წიგნი „მწერლის დღიურები“.

პროექტი 4 ეტაპად ხორციელდება; წლის განმავლობაში, მასში მონაწილეობას მიიღებს სულ 75 მწერალი.

I დღე- 8 ივნისი, ხობი; სენაკი

II დღე- 9 ივნისი, ფოთი III დღე- 10 ივნისი - აბაშა IV დღე - 11 ივნისი - მარტვილი.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.