რუბრიკები
ანაკლიის ნავსადგურის მშენებლობასა და ოპერირებაზე საბოლოო წინადადებებს ორი კომპანია წარადგენს
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობისა და ოპერირების შესახებ საბოლოო წინადადებებს ორი კომპანია წარადგენს.სამთავრობო კომისიამ კვალიფიციურად ცნო "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" და "ანაკლიის ინდუსტრიული ეკოპარკის და პორტის და Power China კონსორციუმის" განაცხადები. "სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, ორივე კანდიდატს უპირატესი განმცხადებლის სტატუსი მიენიჭა. მომდევნო ეტაპზე უპირატეს განმცხადებლებთან მოლაპარაკებები წარიმართება. საბოლოო წინადადებების წარდგენის შემდეგ კი, გამოვლინდება გამარჯვებული, რომელთანაც გაფორმდება ხელშეკრულება, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობისა და ოპერირების შესახებ", - აცხადებენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში. მათივე ინფორმაციით, პორტის მშენებლობა 2016 წლის ზაფხულში უნდა დაიწყოს.   პორტის მშენებლობით დაინტერესებული უცხოელი ინვესტორები ანაკლიას სტუმრობდნენ პორტის მშენებლობით დაინტერესებული კომპანიები ანაკლიაში იმყოფებოდნენ     
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.