რუბრიკები
შშმ ბავშვები და მოზარდები დასასვენებლად ანაკლიაში გაემგზავრნენ
თბილისის მერიის დაფინანსებით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისა და მოზარდების პირველი ნაკადი წელს პირველად დასასვენებლად ანაკლიაში გაემგზავრა. 75 შშმ პირი მშობლებთან ერთად ანაკლიაში სასტუმრო „ოქროს საწმისში“ განთავსდება და 13 დღე დაისვენებს. სულ, სექტემბრის ჩათვლით, ზღვის კურორტზე 1 200 შშმ პირი და მათი მშობელი გაემგზავრება. თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსის გელა ჩივიაშვილის განცხადებით, დღემდე შშმ ბავშვები და მოზარდები ურეკში არასათანადო პირობებში ისვენებდნენ. „იმის გამო, რომ მომწოდებელმა ვერ დააკმაყოფილა სატენდერო პირობები, მიმდინარე წელს, მშობლებმა ანაკლიაში ხუთვარსკვლავიან სასტუმროში დასვენების შეთავაზება მიიღეს, რასაც ისინი სიხარულით შეხვდნენ“, - განაცხადა მან. გელა ჩივიაშვილის თქმით, როგორც მთის ისე ზღვის კურორტზე დასასვენებელი პირობები მნიშვნელოვნადაა გაუმჯობესებული, რამაც საგზურის მსურველთა რიცხვი საგრძნობლად გაზარდა. მისივე თქმით, აღნიშნულის გამო, პროგრამის დანაზოგიდან საჭირო გახდა დამატებითი რესურსის გამოძებნა და ზღვის კურორტზე 150 საგზურის დამატება. შექმნილია სარეზერვო სიები და იმ შემთხვევაში თუ კონკრეტულ ნაკადში ჩასმული პირი კურორტზე ვერ წავა, შემოტანილი განაცხადების რიგითობის მიხედვით მოხდება მათი დაკმაყოფილება. დღეისათვის სარეზერვო სიაში 250 შშმ პირის (სულ, 500 კაცის) განაცხადია შესული. სულ, შშმ პირთა საკურორტო მომსახურების პროგრამის ფარგლებში, მთისა და ზღვის კურორტზე 1700 შშმ პირი და მათი მშობელი დაისვენებს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.