სამეცნიერო ნაშრომის ავტორების თქმით, ქართველოლოგიის განვითარების ისტორიაში ლაზურისა და მეგრულის ახალი ტიპის - შეპირისპირებითი გრამატიკა პირველად დაიწერა და ის თანამედროვე მოთხოვნებს შეესაბამება. მათივე განმარტებით, მონოგრაფიაში ერთდროულად არის განხილული როგორც ლაზურის, ისე მეგრულის მონაცემები.
„კვლევამ მეგრული და ლაზური ენობრივი იერარქიის ყველა დონეზე აჩვენა ერთიანი სისტემა, რომელიც ხასიათდება გამორჩეული მონოლითურობით. ის მთლიანად ქართველური ტიპის ენაა და მასში არ იკითხება სხვა წრის ენათა ადრეული გავლენის კვალი. აღწერილ ენობრივ ერთეულებს შორის წარმოჩენილი სხვაობის ზღვარი თითოეულ მათგანს ერთმანეთის მიმართ დიალექტური დიფერენცირების ხარისხთან აახლოებს და, შესაბამისად, ლინგვისტურ მონაცემებზე დაყრდნობით, აღწერილი ქვესისტემები კვალიფიცირდება, როგორც ერთი - ზანური ენის, იგივე კოლხური, ორი დიალექტი: ლაზური და მეგრული“, - თქვა ლალი ეზუგბაიამ.
ნაშრომი შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევების გრანტით სამეცნიერო პროექტის „ლაზურისა და მეგრულის შეპირისპირებითი გრამატიკა. 1. მორფოლოგია“, მიხედვით 2012-2015 წლებში თსუ არნ. ჩიქობავას სახლეობის ენათმეცნიერების ინსტიტუსტის ბაზაზე შერულდა.
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.


მასალის გამოყენების პირობები