რუბრიკები
სვანეთში დევნილებს „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში მოემსახურებიან

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი ჯონ მაკკისიკი ჭუბერსა და ხაიშში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდნენ.

 მინისტრი და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელი ადგილზე გაეცნენ დევნილი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას. მოკვლეული და შესწავლილი იქნა 34 დევნილი ოჯახი.

 გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარიატმა სოციალურად დაუცველ დევნილ ოჯახებს ერთჯერადი ფულადი დახმარება და საოჯახო ინვენტარი გადასცა.

შეხვედრებისას გამოიკვეთა, რომ სვანეთში მცხოვრები დევნილი ოჯახებისთვის სირთულეს წარმოადგენს სამინისტროს რეგიონალური სამმართველოს ზუგდიდის ოფისში მისვლა. მინისტრის გადაწყვეტილებით, სამმართველოს თანამშრომლები ადგილზე ჩავლენ და დევნილ ოჯახებს, „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, განაცხადებას შეავსებინებენ. გარდა ამისა, სამინისტრო ერთჯერად ფულად დახმარებას გაუწევს დევნილებს, რომლებსაც გადაუდებელი მკურნალობა ესაჭიროებათ.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
17 / აპრილი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.