საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტის „ცოცხალი წიგნები“ ფარგლებში თანამედროვე ქართველი მწერლების 7კაციანი მობილური ჯგუფი ზუგდიდს ესტუმრა. ჯგუფის შემადგენლობაში იყვნენ: მანანა დუმბაძე, ბათუ დანელია, დათო ყანჩაშვილი,გიორგი ბუნდოვანი,რუსუდან კაიშაური, ნათია როსტიაშვილი და გიორგი კაკაბაძე.
„ცოცხალი წიგნები“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტია და გულისხმობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სოფლებისა და ქალაქების საჯარო სკოლებში, ბიბლიოთეკებში, მუზეუმებში, კულტურის სახლებსა და სხვა საჯარო დაწესებულებებში თანამედროვე მწერლების სტუმრობას და მკითხველთან შეხვედრას. პროექტის ფარგლებში ეწყობა პოეზიის საღამოები და იმართება დისკუსიები ადგილობრივ მოსახლეობასთან მათთვის საინტერესო თემებზე.
მწერლები სტუმრობენ რეგიონის საპატიო, ხანდაზმულ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ბაშვთა სახლებს, საჯარისო-სამხედრო ნაწილებს, სასჯელაღსრულებით დაწესებულებებს. შეხვედრები იმართება არაქართულენოვან მოსახლეობასთანაც. რეგიონებში ვიზიტისას, მწერლები ასევე ზრუნავენ ნიჭიერი ადგილობრივი შემოქმედების გამოვლენაზე.
პროექტში აქტიურად არის ჩართული საგამომცემლო სექტორიც. ეწყობა ლოკალური წიგნის ბაზრობები – მწერლები თავად გვევლინებიან გამავრცელებლების როლში. თავიანთ საავტორო წიგნებთან ერთად, ისინი პოპულარიზაციას უწევენ კოლეგების შემოქმედებასაც. რეგიონებში ვიზიტის პერიოდში, მწერლები აწარმოებენ დღიურებს და ჩანაწერებს, რომლის მიხედვითაც, პროექტის დასრულების შემდეგ გამოიცემა წიგნი „მწერლის დღიურები“.
პროექტი 4 ეტაპად ხორციელდება, წლის განმავლობაში, მასში მონაწილეობას მიიღებს სულ 75 მწერალი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები