ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის, "თბილისი 2015"-ის ორგანიზატორებმა ოლიმპიური ცეცხლი სამეგრელოში ჩაიტანეს. პირველად ის ფოთში ჩაიტანეს, რომელსაც სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე კახაბერ რუსია, ფოთის მერი ირაკლი კაკულია, საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურია და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დახვდნენ.ფოთის შემდეგ ოლიმპიურ ცეცხლს ხობსა და სენაკში ჩაიტანენ, 6 ივლისამდე კი სამეგრელო-ზემო სვანეთის ყველა მუნიციპალიტეტს მოივლის. ოლიმპიური ჩირადღდანი საზეიმო პროგრამის გათვალისწინებით საქართველოს ყველა ქალაქს შემოივლის. მასშტაბური საკონცერტო პროგრამები დაგეგმილია შვიდ თვითმმართველ ქალაქში. 26 ივლისიდან 2 აგვისტომდე ფესტივალს ქვეყნის დედაქალაქი უმასპინძლებს.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები