რუბრიკები
მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლების სამუშაო ვიზიტი მესტიაში
ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის მონიტორინგის მიზნით, მესტიის მუნიციპალიტეტს სამუშაო ვიზიტით ეწვია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ამაშუკელი, მოადგილე გიორგი როინიშვილი და სამეგრელო – ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია. ასევე ჭუბერში იმყოფებოდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი. მათ  მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელ კაპიტონ ჟორჟოლიანთან ერთად ადგილზე მოინახულეს სოფელ ლახამში ივნისის თვეში სტიქიის შედეგად დაზიანებული საავტომობილო გზა. ასევე დაათვალიერეს იმ მოსახლის საკარ-მიდამო ტერიტორია, რომელსაც მდინარე ნენსკრა ადიდების შედეგად უქმნის საფრთხეს. აღნიშნეს მდგომარეობის სირთულე და დასახეს პირველ რიგში გასატარებელი აუცილებელი ღონისძიებები. ასევე იმსჯელეს, პრობლემის აღმოსაფხვრელად საჭირო ძირითადი ღონისძიებების განსახორციელებლად საჭირო თანხების მოძიების გზებზე. ინფორმაციას ამის შესახებ მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ოფიციალური ვებ გვერდი ავრცელებს. დღეს 7 ივლისს, ისინი თეთნულდის სათხილამურო კურორტის მშენებლობასა და დაბა მესტიაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების სამშენებლო სამუშაოებს დაათვალიერებენ. ასევე გაიმართება სამუშაო თათბირი, სადაც განიხილება მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი და დაფინანსების საკითხები პრიორიტეტების მიხედვით.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.