რუბრიკები
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი თოდუა ტოლსტოის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა
გიორგი თოდუამ და საკრებულოს ეკონომიკის, ურბანული განვითარებისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თენგიზ ქოჩუამ მოსახლეობისგან ქუჩაზე არსებული ინფრასტრუქტურული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიიღეს. "უახლოეს დღეებში ტოლსტოის ქუჩაზე გარე განათება დამონტაჟდება.მოსახლეობის თხოვნით, დაიწყება ქუჩის საფარის რეაბილიტაციის დაპროექტება, ამ მიმართულებით გასაწევი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა 10 დღეში მზად იქნება.კეთილმოწყობის სამსახურის დახმარებით გაიწმინდება სანიაღვრე არხები. შესაბამისად, ქუჩაზე არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემები ეტაპობრივად და კომპლექსურად მოგვარდება. ტოლსტოის ქუჩაზე დაიდგმება დამატებითი ნაგვის ბუნკერები. ჩვენი პრიორიტეტია მოსახლეობასთან კონსულტაციითა და თანამშრომლობით არსებული პრობლემების ეფექტური და სწრაფი მოგვარება"- აცხადებს გიორგი თოდუა. დღესვე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ჯიჭონაიასა და დგებუაძის ქუჩაზე არსებულ მდგომარეობას გაეცნენ. შეხვედრებზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა არსებულ პრობლემებზე, მათი გადაჭრის გზებზე, დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და განსახორციელებელ გეგმებზე ისაუბრეს, ასევე ხაზი გაესვა ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებში მოქალაქეთა ჩართულობის მნიშვნელობას.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
17 / აპრილი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.