რუბრიკები
ხობში საფუძველი ჩაეყარა ორი დიდი ქარხნის მშენებლობას
დღეს ხობში ორი დიდი ქარხნის მშენებლობა მაჟორიტარმა დეპუტატმა გოდერძი ბუკიამ, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ დაათვალიერეს . საფუძველი ჩაეყარა დასავლეთ საქართველოსთვის და კერძოდ, ხობისთვის უმნიშვნელოვანეს პროექტს. სიმინდის ზეთისა და სიმინდის გადამამუშავებელი ქარხნების მშენებლობის ბალავარი უკვე გაიჭრა. ბალავარის გაჭრას ასევე, დაესწრნენ „საქართველოს მცენარეული ზეთების კომპანია ქარვას“ გენერალური დირექტორი ილია ქანთარია და კომპანია „ კოლხეთის“ დირექტორი მამუკა ბუკია, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი რევაზ წულაია და ბიუროს სხვა წევრები. „აღნიშნული პროექტი იქნება უდიდესი შვება ფინანსური თვალსაზრისით. წელიწადში 100 მლ-იანი ბრუნვა განხორციელდება. გთხოვთ, ხობელებმა იაქტიუროთ და დასაქმებისთვის კომპანია „კოლხას“ მიაკითხოთ. “- აღნიშნა გოდერძი ბუკიამ. იგივე თხოვნა გამოხატა კომპანიის დირექტორმა გიორგი ბუკიამ: „ჩვენ გამოვაცხადეთ კონკურსი და დავდეთ ვაკანსიები. სამწუხაროდ, უმეტესობა სხვა რაიონის მაცხოვრებლები არიან. ამიტომაც, ვთხოვ ხობელებს, მოგვაკითხონ და გამოხატონ მზაობა. უნდა დავიწყოთ კადრების გადამზადებაც. მშენებლობა ნოემბრის ბოლოსთვის დასრულდება“.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.