რუბრიკები
დეპუტატებმა „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ მიმართ პრეტენზიები გამოთქვეს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს  „სოფლის  მხარდაჭერის პროგრამით“ გათვალისწინებულ პროეტქტებთან დაკავშირებით  შენიშვნები და კითხვები აქვთ. დეპუტატებმა დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე პროგრამების მართვის სამსახურის უფროსს რუსლან კილანავას სხვადსხვა პროექტთან დაკავშირებით განმარტებები მოსთხოვეს.  დღევანდელ სხდომაზე  დეპუტატებმა „სოფლის  მხარდაჭერის პროგრამით“ განსახორციელებელ პროექტებში ცვლილებების შეტანას უყარეს კენჭი. ახალსოფლის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ქოჩუამ „სოფლის  მხარდაჭერის პროგრამით“ გათვალისწინებულ პროექტებთან დაკავშირებით რამდენიმე შენიშვნა გამოთქვა. დეპუტატი დაინტერესდა, თუ რატომ იხარჯება 10 ათასი ლარი  სოფლებში მოსაცდელების მოსაწყობად, მაშინ როდესაც, მისივე თქმით, ამისთვის გაცილებით ნაკლები თანხის  დახარჯვა არის შესაძლებელი. მან ასევე, აღნიშნა, რომ მისთვის გაუგებარია, თუ რატომ არის 4-6 ათასი ლარის სხვაობა მინი - სტადიონების მნშენებლობაზე გათვალისწინებულ თანხებს შორის. „ასევე მაინტერესებს, ჯუმის ხიდის პროექტს რა ბედი ეწია, 4 თვეა პასუხს ველოდები. ბატონო რუსლან,  იმ ხიდზე  რამე უბედურება მოხდება და პასუხისმგებლობა პირადად თქვენ დაგეკისრებათ, რადგან ეს საკითხი არის თქვენი და თქვენი სამსახურის მოვალეობა  “, - უთხრა ირაკლი ქოჩუამ პროგრამების მართვის სამსახურის უფროსს რუსლან კილასონიას. თავის მხრივ, რუსლან კილასონიამ ქოჩუას უპასუხა, რომ ჯუმის ხიდი მუნიციპალური საკუთრებაში  არ არის და ამ პრობლემას საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოაგვარებს. „მივიღეთ წერილი, რომ ამ ხიდის პროექტზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს. თუ თქვენ რაიმე სხვა ზემოქმედების ხერხები გაგაჩნიათ, ჩვენც ამოგდგებით გვერდში“, - უთხრა  კილასონიამ ახლსოფლის მაჟორიტარ დეპუტატს. მინის - სტადიონების პროექტების მიზნობრიობით ასვე დაინტერესდა სოფელ ოქტომბრის მაჟორიტარი მამუკა წოწერია. მისი თქმით, 24 ათასი ლარი, რომელიც სტადიონების მშენებლობისთვის იხარჯება,უმჯობესია სოცილური პროგრამისკენ მიიმართოს, რომლის ფარგლებში მძიმე საცხორვებელი პირობების მქონე ოჯახებისთვის სახლების მშენებლობა იგეგმება. აბასთუმანის მაჟორიტარმა დეპუტატმა ედიტა კოდუამ ყურადღება ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობაზე გაამახვილა. მისი თქმით, პროექტების განხორციელება ჭიანურდება და მოსახლეობა პასუხებს ითხოვს. „იწყება თუ არა სამუშაოები? ვამტკიცებთ, შეგვაქვს ცვლილებები, მაგრამ გვაინტერესებს, რა გაკეთდა ამ შვიდი თვის განმავლობაში? ერთხელ და სამუდამოდ სოფელში თუნდაც ერთი პროექტის განხორციელება მაინც ხომ უნდა დაიწყოს?! რამდენი ხანი უნდა ველოდოთ ამ არარეალურ ხარჯთაღრიცხვებს? - თქვა ედიტა კოდუამ. მის განცხადებას, საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა გოგია დაეთანხმა, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ სამუშაოები დაპროექტირების მათი ხარჯთაღრიცხვის პროცესმა გააჭიანურა. გარდა ამისა, დღევანდელ სხდომაზე დეპუტატმა მალხაზ ჭეჟიამ განმუხურის სტადიონის პრობლემაზე ისაუბრა. მისი ინფორმაციით, აღნიშნულ სოფელში სტადიონი, რომლის მშენებლობა ბიუჯეტს 5 მილიონი ლარი დაუჯდა, ინგრევა და სასწრაფო რეაბილიტაციას საჭიროებს. ამასთან დაკავშირებით, საკრებულოს თავმჯდომარემ განმარტა, რომ საფეხბურთო სტადიონი ყოფილმა ხელისუფლებამ ხალხისგან მიტაცებულ ტერიტორიაზე ააშენა და ამჟამად ამ საკითხს იკვლევენ. „პირადად  ვარ ჩართული ამ საკითხში. 7 200 კვ/მ ტერიტორიაა მიტაცებული და იმ ხალხთან ახლა მოლაპარაკებები მიმდინარეობს“, - თქვა ლაშა გოგიამ დასასრულს, საკრებულოს წევრები შეთანხმდენენ, რომ „სოფლის  მხარდაჭერის პროგრამით“ გათვალისწინებულ პროექტების მიზანშეწონილობაზე ბიუროს სხდომებზე კვლავ იმსჯელებენ და ამის შემდეგ გადაწყდება, საჭიროა თუა არა, დროებითი კომისიის შექმნა, რომელიც ზემოაღნიშნულ საკითხებს შეისწავლის.    
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.