რუბრიკები
შპს ”ენგურჰესმა” პირველი კარბონ კრედიტების გაყიდვა დაასრულა
ენგურის ჰიდროელექტროსადგურის ოპერატორმა კომპანიამ შპს ”ენგურჰესმა” პირველი კარბონ კრედიტების გაყიდვა დაასრულა. როგორც EBRD-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ეს გარიგება წარმოადგენს წლების მანძილზე განხორციელებული ინვესტიციების დაგვირგვინებას, რამაც 2012 წლის ბოლოს კიოტოს პროტოკოლის სუფთა განვითარების მექანიზმის ფარგლებში პროექტის დარეგისტრირება გამოიწვია. ამ ტრანზაქციის ფინანსური მხარის აღსრულება რთულ საბაზრო პირობებში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ეს არის მნიშვნელოვანი მიღწევა ენგურჰესისათვის, რომელსაც ახლა შეუძლია მიიღოს დამატებითი ფინანსური სარგებელი ემისიების შემცირების გაყიდვების გზით. გარიგებას მხარს უჭერდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) ნახშირბადის პროექტისა და აქტივების განვითარების პროგრამის ფარგლებში ტექნიკური დახმარების გზით, რაც გულისხმობდა ენგურჰესის გაყიდვების სტრატეგიის ჩამოყალიბებასა და ემისიის შემცირების ვერიფიკაციას 2014 წლის იანვრიდან 2014 წლის აგვისტომდე. შედეგად, ენგურჰესმა 400 000-ზე მეტი კარბო კრედიტი აწარმოა და მიყიდა ნორვეგიულ საწარმო სტატკრაფტს. ამ გარიგებაში მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ პირველად მოხდება ნახშირბადის პროექტის განვითარების ციკლის დასრულების ხარჯების ნაწილის ანაზღაურება ჩPADF–ის ფარგლებში. ხარჯების კომპენსაცია დაკავშირებულია ნახშირბადის კრედიტების წარმატებით გაყიდვასთან. ამგვარად, EBRD იღებს ნახშირბადის პროექტის განვითარების რისკს. ამ პროცესში, ბანკს სურს გაზარდოს თავისი კლიენტების მონაწილეობა ნახშირბადის გლობალურ ბაზარზე. EBRD -იმ დააფინანსა ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაცია, რომელიც ამჟამად საქართველოში მოხმარებული ელექტროენერგიის40%-ს გამოიმუშავებს. შესაკეთებელი სამუშაოების შემდეგ ჰიდრო ელექტრო სადგურის მთლიანი სიმძლავრე 10-დან 15%-მდე გაიზარდა, რამაც საგრძნობლად შეამცირა ემისია. შემცირებულმა ემისიამ ნაწილობრივ მოახდინა თბილისში ჩატარებული ბანკის 2015 წლის ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნეს ფორუმის გარემოსდაცვითი შედეგების კომპენსირებაც. შეხვედრა ახლახანს ოფიციალურად გამოცხადდა კარბონ ნეიტრალურ ღონისძიებად. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში ყველაზე დიდი ინსტიტუციური ინვესტორია 2.5 მილიარდ ევროზე მეტი ინვესტიციით 184 პროექტში. ქართული ეკონომიკის მრავალ სფეროში განხორციელებული ინვესტიციების გარდა, ბანკი უზრუნველყოფს საკონსულტაციო სერვისებს და მუშაობს საქართველოში დამატებითი ინვესტიციების მოზიდვაზე.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.