რუბრიკები
დანაშაულის პრევენციის ცენტრის ბენეფიციარები "მომავლის ბანაკში" დაისვენებენ
დანაშაულის პრევენციის ცენტრის ბენეფიციარები ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის "მომავლის ბანაკში" დაისვენებენ.  დღეს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის "მომავლის ბანაკს" მოზარდების მეორე ნაკადი ეწვევა. მათ შორის იქნებიან დანაშაულის პრევენციის ცენტრის ბენეფიციარებიც. 
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ "დანაშაულის პრევენციის ცენტრის" დირექტორმა ჯონი კვინიკაძემ, "ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის" უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ზურაბ ცოფურაშვილმა, უფროსის მოადგილემ ნინო ვადაჭკორიამ და პროექტის ხელმძღვანელმა თეა ყიფშიძემ ბანაკის მონაწილეებს ნაყოფიერი და საინტერესო დღეების გატარება უსურვეს. "ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობის ფარგლებში, "მომავლის ბანაკში" ჯამში ჩვენი 50 ბენეფიციარი დაისვენებს. ათი დღის განმავლობაში მათ ელოდებათ ძალიან საინტერესო პროგრამა. ანაკლიაში დანაშაულის პრევენციის ცენტრის ახალგაზრდული პროგრამების ყველაზე აქტიური წარმომადგენლები დაისვენებენ", _ განაცხადა დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორმა ჯონი კვინიკაძემ. "მომავლის ბანაკის" პროექტის ხელმძღვანელის თეა ყიფშიძის ინფორმაციით, ბანაკის მეორე ნაკადისთვის მოზარდები საქართველოს 16 ქალაქიდან შეირჩნენ. 
დანაშაულის პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის "მომავლის ბანაკი" 5 ივლისს გაიხსნა. პროგრამის მიზანია: სხვადასხვა სახის კულტურულ-საგანმანათლებლო და გასართობ-შემეცნებითი ღონისძიებების საშუალებით საქართველოში და მის გარეთ მცხოვრები ახალგაზრდების აქტიური დასვენებით უზრუნველყოფა, მათთვის არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობა, ფიზიკური, სულიერი და ინტელექტუალური პოტენციალის ამაღლება, სოციალური ინტეგრაციის, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის ხელშეწყობა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.