რუბრიკები
ვინ მიიღებს ანაკლიის პორტის მშენებლობის ნებართვას? - "გამჭვირვალობის" მოკვლევა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის თაობაზე, შერჩეულ კომპანიებზე და მათ მფლობელებზე ბლოგი გამოაქვეყნა: „ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის თაობაზე ინტერესი პირველ ეტაპზე 12 კომპანიამ გამოხატა, რომელთაგან მთავრობის მიერ შექმნილი კომისიის გადაწყვეტილებით, 7 კომპანია შეირჩა. სამთავრობო კომისიის 2015 წლის მაისის გადაწყვეტილებით, საბოლოო წინადადებების წარდგენის შესაძლებლობა 7 პრეტენდენტიდან ორს მიეცა: ქართველი ბიზნესმენის, თემურ ქარჩავას მიერ დაფუძნებული კონსორციუმი: ANAKLIA PORT AND INDUSTRIAL ECO PARK (GEORGIA); POWER CHINA – HUBEI HONGYUAN POWER ENGINEERING CO., LTD (ჩინეთი); BRITISH ECO POWER LTD (დიდი ბრიტანეთი); სპარტაკ ერაგია – ფიზიკური პირი); „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის დააარსებული კონსორციუმი: JSC Anaklia Development Consortium, რომელშიც შედიან Conti International LLC – (Conti Group) (აშშ) და TBC Holding LLC (საქართველო). თეიმურაზ ქარჩავა თეიმურაზ ქარჩავა წლების განმავლობაში რუსეთის ფედერაციაში საქმიანობდა. ის ფლობდა „VIP კლუბ ნაციონალს“ ქალაქ მოსკოვში. ქარჩავა 2004 წელს ქრთამის მიცემის ბრალდებით დააკავეს. თეიმურაზ ქარჩავამ საქართველოში საქმიანობა 2008 წლიდან დაიწო. მის მიერ 100% წილობრივ მფლობელობაში არსებულ კომპანიას „ანაკლია პორტი“ სოფელ ანაკლიაში პორტი უნდა აეშენებინა. შპს „ანაკლია პორტმა“ 2009 წლის 20 ოქტომბერს მიიღო რეგიონული სატრანსპორტო კვანძის მშენებლობის კონტრაქტი, რომელიც პორტის, სატვირთო აეროპორტის, სარკინიგზო და საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობებს და ახალი დასახლების ელეტროენერგიითა და საინჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფის სამუშაოებს მოიცავდა. „ანაკლია-პორტს“ ამ ობიექტებში 2013 წლამდე 5 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია უნდა ჩაედო. სანაცვლოდ მან 6 340 445 ლარად მიიღო 2 113 ჰა მიწა, ანუ 298 კერძო მიწის ნაკვეთი. 2010 წლის 10 ივნისს თემურ ქარჩავამ „ანაკლია-პორტი“ და მისი მრავალმილიონიანი ქონება 2000 ლარად მიჰყიდა ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულებზე რეგისტრირებულ Olimp Management-ს. 27 სექტემბერს Olimp Management-ის ერთადერთმა დირექტორმა, რია კლაინმა, ქარჩავა შპს „ანაკლია-პორტის“ დირექტორად და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ დანიშნა. 2012 წლის ზაფხულში მთავრობამ „ანაკლია-პორტის“ ქონების კონფისკაცია მოახდინა იმ მიზეზით, რომ კომპანია მშენებლობისთვის დათქმულ ვადებში ვერ ეტეოდა. ქარჩავა ამტკიცებს, რომ მთავრობამ შეთანხმება მას შემდეგ გააუქმა, რაც ექსპრეზიდენტმა სააკაშვილმა ახალი დასახლების, ლაზიკის, მშენებლობის შესახებ გამოაცხადა. 2012 წლის სექტემბერში ეკონიმიკის სამინიტრომ თეიმურაზ ქარჩავას უჩივლა სასამართლოში და მისგან საინვესტიციო პირობების დარღვევისათვის 100 მილიონ აშშ დოლარის გადახდა მოითხოვა. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ შპს „ანაკლია პორტს“ 240 ათასი ლარის ჯარიმის გადახდა დააკისრა, რომელიც 2013 წელს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომაც ძალაში დატოვა. ANAKLIA PORT AND INDUSTRIAL ECO PARK-მა 2014 წელს სომხეთის რესპუბლიკაში 600 მილიონიანი ინვესტიცია განახორციელა, შედეგად უნდა აშენდეს თბოელექტრო სადგური. მედიისათვის ქარჩავას მიერ მიწოდებული ინფორმაციით აღნიშნული თბოელექტრო სადგურის მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიას ქართული მხარე შეიძენს და იგი სრულად ანაკლიის პორტის მშენებლობას მოხმარდება. საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, თეიმურაზ ქარჩავა წილებს ფლობს რამდენიმე კომპანიაში, კერძოდ: შპს ეპიკ სტონე ინტერნეიშნლ ანაკლია (ს/კ 419995152 ) – 100% წილის მფლობელი თეიმურაზ ქარჩავაა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული შპს-ს დირექტორი არის გიორგი სიგუა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცის ყოფილი ხელმძღვანელი და დაცული ტერიტორიების სააგენტოს უფროსის ყოფილი მოადგილე. გიორგი სიგუა ამჟამად ანაკლიაში დაგეგმილი ელექტრონული მუსიკის ფესტივალის Gem Fest-ის ორგანიზატორია. შპს ანაკლია პორტი (ს/კ 220351492), თეიმურაზ ქარჩავა ამ კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავჯდომარეა. შპს-ს 100% წილის მფლობელი კი ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული „ოლიმპ მენეჯმენტ ლიმიტედ“ არის. შპს ინდუსტრიული ეკოლოგიური პარკი ანაკლია Industriuli Ekologiuri Parki Anaklia (ს/კ 404457093) – 100% წილის მფლობელი და გენერალური დირექტორი. სს შატო მანავი (ს/კ 238109195) – გენერალური დირექტორი შპს ღვინის სამყარო (ს/კ 211403818 ) – დირექტორი შპს შავი ზღვის პორტი ანაკლია (ს/კ 419990326) – 100% წილის მფლობელი და დირექტორი შპს შავი ზღვის პორტი ანარკია (ს/კ 404463068) – 100% წილის მფლობელი და დირექტორი შპს შავი ზღვის ნავსადგური (ს/კ 405023317 ) – 100% წილის მფლობელი და გენერალური დირექტორი შპს ეგრისი 2009 (ს/კ204563720) – 100% წილის მფლობელი შპს ჭურია (ს/კ 220409635) – 100% წილის მფლობელი შპს პრემიერ პროჯექტ დეველოპმენტი (ს/კ 204460243) – 100% წილის მფლობელი შპს ანაკლია გაზი (ს/კ 204575030 ) – 100% წილის მფლობელი რაც შეეხება თეიმურაზ ქარჩავას მიერ შექმნილ კონსორციუმში შემავალ კომპანიებს: Hubei Hongyuan Power Engineering Co., Ltd 1998 წელს შექმნილი ჩინური კომპანიაა. საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა ელექტროინჟინერია და ელექტროტექნოლოგიების წარმოება. დღიდან დაარსებისა კომპანიას აშენებული აქვს11 ელექტრო სადგური (ჯამური ენერგია 3 390 MW), 2 568 კმ. სიგრძის ელექტრო გადამცემები და 4 ქვეელექტრო სადგური (ჯამური ენერგია – 1 200 MVA). კომპანია მსოფლიოს მასშტაბით საქმიანობს. British Eco Power არის ენერგეტიკის სფეროში მომუშავე ბრიტანული კომპანია, რომელიც უწევს მენეჯმენტს სამთავრობო და ინსტიტუციურ პროექტებს. იგი ასევე ქმნის სხვადასხვა სახის პროექტებს საკუთარი სამშენებლო კომპანიებისა და კონსორციუმებისათვის. მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: ჰიდროენერგეტიკა, გეოთერმული ენერგეტიკა, ბიომასის ენერგეტიკა (Biomass Energy), ასევე თორიუმის ბირთვული ენერგია და მცირე ბირთვული რეაქტორები. მამუკა ხაზარაძე მამუკა ხაზარაძე „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა, ბანკის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ის 1995 წლიდან ასევე არის კომპანია „საქართველოს მინისა და მინერალური წყლების“ (GG&MW Co. N. V. ამჟამად Borjomi Beverages Co.N.V.) დამფუძნებელი და პარტნიორი. 2004 წლიდან მამუკა ხაზარაძე არის საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანიის (GRDC) დამფუძნებელი და პარტნიორი. 2007 წლიდან ხაზარაძე ხელმძღვანელობს კომპანია „ლისის ტბის განვითარებასაც“. მამუკა ხაზარაძე თბილისში ამერიკული აკადემიის (American Academy in Tbilisi) ერთ-ერთი დამფუძნებელი და მისი სამეთვალყურეო საბჭოს თანათავმჯდომარეა. მამუკა ხაზარაძემ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ სწორედ ანაკლიის პორტის მშენებლობის მიზნით დაარსა და ამ პროექტში იგი ამერიკულ კომპანია Conti Group-თან თანამშრომლობს. კონტი ჯგუფი ამერიკული საინვესტიციო ჰოლდინგია, იგი საქმიანობს როგორც აშშ-ს ტერიტორიაზე, ასევე მსოფლიო მასშტაბით. კონტი ჯგუფი მთავრობებს და კერძო კლიენტებს სთავაზობს შემდეგ სერვისებს: განვითარება, დიაზაინი, მშენებლობა, მშენებლობის მართვა, სხვა სახის ოპერაციული და ტექნიკური მომსახურება. კონტი ჯგუფს განხოცილებული აქვს 400 მეტი პროექტი ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურის, ინდუსტრიულ და გარემოს დაცვით სფეროებში. მამუკა ხაზარაძემ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ თანადამფუძნებლებთან ერთად მიმდინარე წლის მაისში შეხვედრა გამართა ჩინურ კომპანიებთან, რომელსაც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ პორტის მშენებლობის საკითხში პოტენციურ პარტნიორებად მოიაზრებს. საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით მამუკა ხაზარაძე წილებს ფლობს რამდენიმე კომპანიაში, კერძოდ: შპს არტ რადიო (ს/კ – 404492205 ) – 50% წილის მფლობელი შპს ტექნიკური დიზაინის სტუდია (ს/კ – 205204198 ) – 27.5% წილის მფლობელი შპს თიბისი ჰოლდინგი (ს/კ – 404468884 ) – 100% წილის მფლობელი საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაცია (ს/კ -203842510 ) – აღმასრულებელი საბჭოს წევრი შპს ჯორჯიან რიელ ისთეით მენეჯმენტ (ს/კ – 205147857 ) 36% წილის მფლობელი შპს ახალი სამშენებლო კომპანია (ს/კ – 205044165) – 26.984 % წილის მფლობელი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე შპს ქართული ტრადიცია (ს/კ – 204949547 ) – 50% წილის მფლობელი შპს გეოპლანტი (ს/კ – 204888078 ) – 26.12892857% წილის მფლობელი შპს როიალ ხვანჭკარა (ს/კ – 222934350) – 32.675% წილის მფლობელი სს ლისი ლეიქ დეველოპმენტ (ს/კ – 404857534 ) – 33.33 % წილის მფლობელი შპს ბრავო რექორდს (ს/კ – 404868639) – 7.2% წილის მფლობელი შპს რადიო არტი (ს/კ – 203845054 ) – 50 % წილის მფლობელი შპს ვაზისუბნის მამული (ს/კ – 404443349) – 50 % წილის მფლობელი ანაკლიის პორტის მშენებლობა მნიშვნელოვნად წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ქართული ეკონომიკის განვითარებისა და ზოგადად, სახელმწიფოს სტრატეგიული მნიშვნელობის გაძლიერებისათვის. გეგმის მიხედვით, იგი იქნება ყველაზე დიდი პორტი საქართველოში, რომელიც შეძლებს ე.წ. პანამაქსისა და პოსტპანამაქსის ტიპის გემების (უმსხვილესი, 40 ათას ტონამდე ტვირთამწეობის გემი, რომელსაც არხში გავლა შეუძლია) მიღებას, მის მშენებელობაზე და შემდგომ ექსპლუატაციაზე დასაქმდება რამდენიმე ათასი ადამიანი, რაც თავისთავად შეამცირებს უმუშევრობის მაჩვენებელს ქვეყანაში, პორტისგან მიღებული შემოსავლები კი მნიშვნელოვანი იქნება ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის. ანაკლიის პორტის აშენება ასევე გაზრდის საქართველოს, როგორც ტრანზიტული და სავაჭრო-ეკონომიკური თვალსაზრისით სტრატეგიული სახელმწიფოს მნიშვნელობას. აქვე აღსანიშნავია ერთი გარემოება – სოფელ ანაკლიაში იქ, სადაც ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაა მოაზრებული, არაერთი მოქალაქე ფლობს კერძო საკუთრებაში მიწის ნაკვეთებსა თუ სხვადასხვა სახის შენობა-ნაგებობებს. რამდენიმე ათეულ მოქალაქეს კი ამ ადგილებში არსებული უძრავი ქონება 2010-2012 წლებში კანონდაღვევით ჩამოერთვა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ იცავს რამდენიმე მათგანის უფლებებს, მხოლოდ მიმდინარე წელს ჩვენი დახმარებით ოთხმა მოქალაქემ აღიდგინა საკუთრების უფლება ანაკლიაში სანაპირო ზოლში არსებულ მიწებზე. მნიშვნელოვანია, რომ პორტის მშენებლობის დაწყებამდე საქართველოს ხელისუფლებამ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს საკუთრების უფლების დაცვას, შეისწავლოს ანაკლიაში ამ კუთხით არსებული პრობლემები და მიიღოს ქმედითი ზომები როგორც საკუთრების უფლების უზრუნველყოფის, ასევე უკვე დაზარალებულ მესაკუთრეთა ინტერესების დაცვის მიზნით“, - ვკითხულობთ „გამჭვირვალობის“ მიერ გამოქვეყნებულ მასალაში.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.