წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალეში უბედური შემთხვევა მოხდა. მდინარე ენგურში 42 წლის ახალგაზრდა მამაკაცი, ადგილობრივი მაცხოვრებელი რაჯი შონია დაიხრჩო. თვითმხილველები აცხადებენ,რომ ის მდინარის სანაპიროზე მეგობრებთან ერთად მივიდა. რამდენიმე წუთის შემდეგ კი მდინარეში შევიდა და დინებამ გაიტაცა. თვითმხილველებმა ადგილზე გამოიძახეს სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის სამაშველო სამსახურის თანამშრომლები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, თუმცა მდინარიდან ამოყვანილი ახალგაზრდა მამაკაცის გადარჩენა შეუძლებელი გახდა. რაჯი შონიას ცხედარი ქუთაისის ლევან სამხარაულის სახელობის სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.
მასალის გამოყენების პირობები