რუბრიკები
ანაკლიაში "მომავლის ბანაკი" საზეიმოდ დაიხურა
ღონისძიებაზე "მომავლის ბანაკის" მონაწილეებმა და ლიდერებმა ბანაკის ათი თემატური დღე (გაცნობის, დამეგობრების, ოლიმპიადის, ნორჩი მაშველების, გენდერული თანასწორობის, ტოლერანტობის, სამოქალაქო საზოგადოების, ეკოლოგიის, საქართველოს და დამშვიდობების დღე) წარადგინეს. სპორტულ ოლიმპიადაში გამარჯვებული გუნდები მედლებით, თასებით და ცენტრის კონკურსების შედეგად გამოცემული წიგნებითა და კალენდრებით დაჯილდოვდნენ. ოლიმპიადა სპორტის ხუთ სახეობაში გაიმართა. ესენია: ფეხბურთი, კალათბურთი, ჭადრაკი, მაგიდის ჩოგბურთი და ფრენბურთი. ელექტრონული წიგნების სახლმა "საბა" ანაკლიის "მომავლის ბანაკის" ყველა მონაწილეს (1728 მოზარდი), 10 წიგნი უფასოდ გადასცა. დანაშაულის პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი "მომავლის ბანაკს" საქართველოს მთავრობის განკარგულებით ახორციელებს. პროექტში ჩართულმა ახალგაზრდებმა გაიარეს სპეციალურად შემუშავებული მოდულები (როლური თამაშები, დისკუსიები, პრაქტიკული სავარჯიშოები) ადამიანისა და ბავშვთა უფლებების, ეკოლოგიის, ჰიგიენის და საქართველოს ისტორიის შესახებ. ჰქონდათ სპორტული აქტივობები ოლიმპიადის პრინციპით. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა მოზარდებს შეასწავლეს სამაშველო ღონისძიებების გატარება და საგანგებო სიტუაციების მართვის ხელოვნება. საღამო ფლეშმობითა და გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.