პოლიტიკა
შალვა აბულაძის მეგობარ რამინ მამედოვს 10 000 ლარიანი გირაო შეეფარდა
შალვა აბულაძის მეგობარს რამინ მამედოვს პატიმრობიდან 10 000 ლარიანი გირაოს გადახდის შემთხვევაში გაათავისუფლებენ. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ეკა არეშიძემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და მამედოვს აღმკვეთის ღონისძიებად გირაო შეეფარდა. მოსამართლემ განმარტა, რომ ბრალდებულს ან მის ახლობელს გირაოს თანხის უზრუნველყოფა უძრავი ქონებითაც შეუძლია. დაცვის მხარე დღეს აღმკვეთი ღონისძიების სახით 5 000 ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა. წინასასამართლო სხდომა 2 ივნისს, 12:00 საათზე დაინიშნა. რამინ მამედოვი დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით არის დაკავებული.  დაკავებულის ოჯახის განცხადებით, მამედოვს სამართალდამცველები დაემუქრნენ, რომ თუ არ ეტყოდნენ შალვა აბულაძის ადგილსამყოფელს, მის მეორე შვილსაც და მეუღლესაც დააკავებდნენ. მამედოვის ოჯახი ამბობს, რომ შალვა აბულაძე ბოლოს 3-4 თვის წინ ნახეს, ვიდრე ეს მკვლელობები მოხდებოდა. 
დაკავებული მამედოვის ძმა აცხადებს, რომ სამართალდამცველები ნარკოტიკის ჩადებითა და დაკავებით მასაც დაემუქრნენ. შალვა აბულაძე წუხელ დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორი პოლიციელის მკვლელობასა და ორის დაჭრაში ბრალდებულ შალვა აბულაძეს 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.