პოლიტიკა
აზერბაიჯანში პატიმრობა მიუსაჯეს უფლებადამცველ რასულ ჯაფაროვს
აზერბაიჯანში 6,5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს ცნობილ უფლებადამცველს, რასულ ჯაფაროვს, გადასახადებისათვის თავის არიდების, უკანონო მეწარმეობისა და თანამდებობით ბოროტად სარგებლობის ბრალდებების საფუძველზე. ვერდიქტის გამოცხადების შემდეგ, ჯაფაროვმა პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა მის სასმართლებრივ დევნას. ის აგვისტოში დააკავეს მას შემდეგ, რაც გამოაცხადა თავის გეგმაზე, დაეწყო კამპანია აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების დარღვევაზე ყურადღების გასამახვილებლად და ეს გაეკეთებინა ბაქოში „ევროპული თამაშების“ დაწყებამდე.„ევროპული თამაშები“ სპორტული ტურნირია და აზერბაიჯანში ივნისში ჩატარდება ევროპის ოლიმპიური კომიტეტის ორგანიზებით. უფლებადამცველმა ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეიშნალმა“ ოფიციალურად აღიარა რასულ ჯაფაროვი „სინდისის პატიმრად“. ამასობაში, ნიუ-იორკში დაფუძნებულმა ორგანიზაციამ, რომელიც გამოხატვის თავისუფლების დაცვაზე მუშაობს, პენის ამერიკულმა ცენტრმა გამოაცხადა, რომ თავის პრემიას მიანიჭებს აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, რადიო თავისუფლების შტატგარეშე თანამშრომელს, ხადიჯა ისმაილოვას.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.