პოლიტიკა
რომან გოცირიძე- ლარის გაუფასურებამ მთავრობა უნდა დააფიქროს
ლარის დევალვაციის ახალ ტალღას საგანგაშოს უწოდებენ ეკონომიკური ექსპერტები. მათი აზრით, მთავრობამ ვითარების გამოსასწორებლად კონკრეტული სამოქმედო გეგმა უნდა შეიმუშავოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ფასების მატება გარდაუვალი იქნება. ექსპერტები მდგომარეობის ზაფხულისთვის გამოსწორებას არ ელოდებიან და ეკონომიკურ გუნდთან ერთად უმოქმედობაში ეროვნულ ბანკსაც ადანაშაულებენ. „ლარის შემდგომმა გაუფასურებამ მთავრობა უნდა დააფიქროს იმ მიდგომების არასწორობაზე, რომელიც აქამდე იყო,“ - განაცხადა ეკონომიკური განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა რომან გოცირიძემ. მისი თქმით, ჯერ მთავრობას არანაირ ნაბიჯი არ გადაუდგამს 6 თვის განმავლობაში ამ პრობლემის მოგვარებისთვის. „ლარის პრობლემის მოგვარების ერთადერთი გზა არის ბიუჯეტის სერიოზული ცვლილება,“ - განაცხადა რომან გოცირიძე. ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძე აცხადებს, რომ ქვეყნის საშინაო პოლიტიკა და მთლიანობაში ეკონომიკური პოლიტიკა არ შეესაბამება იმ სიტუაციას, რაც ქვეყანაში არის. ლარის დევალვაციასთან დაკავშირებით, ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ყოფილი თავმჯდომარე გურამ ჩალაგაშვილი აცხადებს, რომ თუ ეკონომიკა არ გაცოცხლდა და გარკვეული ძვრები არ შეინიშნა ქვეყანაში, უნდა ჩაითვალოს რომ უფსკრულის ძირამდე ჩავა ქვეყანა. მისი თქმით, კრიზისი ყველა სფეროს შეეხება, მათ შორის ტარიფებს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.