პოლიტიკა
პრეზიდენტს ახალი მთავრობის წარსადგენად ერთკვირიანი ვადა აქვს
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრის ლევან ყიფიანის გადადგომა მთავრობის დაშლასა და პარლამენტის მიერ მთავრობის განახლებული შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისათვის ხელახალი ნდობის გამოცხადებას იწვევს.  საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, მთავრობას პარლამენტისგან ხელახალი ნდობის მიღება მისი თავდაპირველი შემადგენლობის ერთი მესამედით შეცვლის შემთხვევაში სჭირდება. მინისტრთა კაბინეტი პრემიერ-მინისტრის ჩათვლით 20 წევრით არის წარმოდგენილი, რაც იმას ნიშნავს, რომ პრემიერს ჰქონდა შესაძლებლობა მთავრობაში ექვსი მინისტრი საკუთარი გადაწყვეტილებთ შეეცვალა, მეშვიდე მინისტრის ცვლილებების შემთხვევაში კი, კაბინეტი იშლება და მისი ნდობის საკითხი პარლამენტში დგება. ლევან ყიფიანი მთავრობიდან წასული მეშვიდე მინისტრია.  საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ასეთ შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტს ერთი კვირის ვადაში წარუდგენს მთავრობის შემადგენლობას ნდობის მისაღებად. თავის მხრივ პრეზიდენტისთვის პრემიერის კანდიდატურა წარდგენილი უნდა იყოს უმრავლესობის მიერ (არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე საარჩევნო სუბიექტის მიერ), ხოლო მინისტრობის კანდიდატურები - პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის მიერ, რაც ამ ერთი კვირის ვადაში უნდა მოესწროს. 
საქართველოს პარლამენტი მთავრობის შემადგენლობის წარდგენიდან შვიდი დღის ვადაში განიხილავს და კენჭს უყრის მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს.  პარლამენტის ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა.
მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებიდან 2 დღის ვადაში პრეზიდენტი ნიშნავს პრემიერ-მინისტრს, ხოლო პრემიერ-მინისტრი ასევე 2 დღის ვადაში – მთავრობის სხვა წევრებს. თუ პრეზიდენტი აღნიშნულ ვადაში არ გამოსცემს სამართლებრივ აქტს პრემიერ-მინისტრის დანიშვნის თაობაზე, პრემიერ-მინისტრი დანიშნულად ჩაითვლება. ამასთან, თუკი მთავრობას პარლამენტში ნდობის გამოცხადების მხრივ პრობლემა შეექმნება და ამ მხრივ კონსტიტუციით გაწერილი ყველა პროცედურა და ვადა დაირღვევა, პრეზიდენტი დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს რიგგარეშე არჩევნებს
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.