კომენდანტის საათის ამოქმედებიდან აშშ - ის ქალაქ ბალტიმორში პოლიციელბმა "სულ 10 ადამიანი დააკავეს",- განაცხადა ქალაქის პოლიციის კომისარმა ენტონი ბატსმა. ბალტიმორში დემონსტრაციები არეულობაში გადაიზარდა, აქტივისტებმა დააზიანეს ინფრასტრუქტურა და პოლიციას დაუპირისპირდნენ. კომენდანტის საათის რეჟიმის უზრუნველსაყოფად, რომელიც დილის 10-დან საღამოს 5 საათამდე მოქმედებს, პოლიციამ ცრემლსადენი გაზიც გამოიყენა. პროტესტები ბალტიმორში 19 აპრილიდან ყოველ დღე იმართება, მას შემდეგ,რაც ბალტიმორის მცხოვრები, 25 წლის ფრედი გრეი გარდაიცალა. ფერადკანიანი გრეი 12 აპრილს დააკავეს, მას ხერხემლისა დ კისრის არეში, ჯერაც აუხსნელი დაზიანებები აღმოაჩნდა, რომელთა შედეგად, ის დაკავებიდან ერთ კვირაში გარდაიცვალა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები