პოლიტიკა
დავით უსუფაშვილი - მთავრობა ლეგიტიმურია სანამ პარლამენტი სხვა მთავრობას არ დაამტკიცებს
"მთავრობა ლეგიტიმური, უფლებამოსილი და პარლამენტის ნდობით აღჭურვილია იმ წამამდე, სანამ პარლამენტი სხვა მთავრობას არ დაამტკიცებს" , - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
უსუფაშვილის თქმით, საკუთარი პოზიციის გამოხატვაში ყველა თავისუფალია, თუმცა მას არ უნდა, პარლამენტის ტრიბუნიდან შეცდომაში იქნას ვინმე შეყვანილი და ისეთი შთაბეჭდილება დარჩეს, რომ მთავრობა არაუფლებამოსილია. "მოქმედი კონსტიტუციით მთავრობა უფლებამოსილია და პარლამენტის ნდობით აღჭურვილია იმ წამამდე, სანამ პარლამენტი სხვა მთავრობას არ დაამტკიცებს. ის პროცესი, რომელიც დაწყებულია ახლა, არის კონსტიტუციური პროცესი. მთავრობის 1/3-ით განახლების შემთხვევაში მთავრობის მიერ ნდობის ხელახლა მოპოვების ვალდებულება ჩვენ, ამ პარლამენტმა დავადგინეთ კონსტიტუციით. მანამდე მემკვიდრეობით გვერგო ვერსია, როდესაც მთავრობა სრულად შეიძლებოდა განახლებულიყო და პარლამენტს ამას არავინ მოჰკითხავდა. მთავრობის საქმიანობის შეფასება ყველა თქვენგანის საქმეა და უფლებაა, მაგრამ სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობის ნაწილში ჩვენი ტრიბუნიდან გთხოვთ, რაიმე ეჭვის საფუძველი არ გაუჩინოთ ვინმეს.", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. 
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.