პოლიტიკა
კახა კალაძე - თუ იქნება ტარიფის მომატებაზე საუბარი, ეს ყველასთვის იქნება ცნობილი
გაიზრდება თუ არა ელექტროენერგიის ტარიფი, სექტემბერში გახდება ცნობილი, - ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა. მისი თქმით, თუ ტარიფის მომატებაზე იქნება საუბარი, მთავრობამ უნდა იმსჯელოს, მოხდება თუ არა სუბსიდირება იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობისთვის და კომერციული სუბიექტებისთვის ტარიფი გაიზრდება.  "კომპანიებმა შეიტანეს განაცხადი მარეგულირებელ კომისიაში. მარეგულირებელი კომისია არის სრულიად დამოუკიდებელი ორგანო და ის ვალდებულია დათვალოს, შეუქმნა თუ არა რაიმე პრობლემა ლარის დევალვაციამ კომპანიებს. შესაბამისად, მას 10 სექტემბრამდე აქვს ვადა მოახდინოს ტარიფის გადათვლა. თუ იქნება ტარიფის მომატებაზე საუბარი, ეს ყველასთვის იქნება ცნობილი. მთავრობამ შემდეგ უნდა იმსჯელოს, ისევ სუბსირიებას მოახდენს თუ მოხდება მოსახლეობისთვის და კომერციული სუბიექტებისთვის ტარიფის მომატება", - განახცადა კალაძემ.  მისივე თქმით, თვითონ სუბსიდირების მომხრე არ არის. "მე ზოგადად სუბსიდირების მომხრე არ ვარ. ეს გარვეულ ეტაპზე მიზანშეწონილი იყო, მაგრამ გრძელვადიან ეტაპზე ეს იქნება მძიმე ჩვენი ბიუჯეტისთვის და მძიმე კომპანიებისთვის", - აღნიშნა კალაძემ.  ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, ტარიფებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრთან დაპირისპირება არ ჰქონია. "არავისთან დაპირისპირება არ მაქვს. მე თუ ვინმესთან მაქვს დაპირისპირება, ეს ხდება ღიად. მე ჩემი შეხედულებები მაქვს და ამაზე ღიად ვსაუბრობ", - აღნიშნა კალაძემ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.