პოლიტიკა
ლავროვი: აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა- რეალობაა
„აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რუსეთის ფედერაციამ აღიარა და მათ მოკავშირეებად მიიჩნევს“, - ამის შესახებ ბრიუსელში ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის ყოველწლიური სხდომის შედეგების განხილვისას,რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა,იტყობინება რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალური ვებ გვერდი. "ეს ორი დამოუკიდებელი სახელმწიფო - რეალობაა. ჩვენ, რა თქმა უნდა მხარს ვუჭერთ ამ სახელმწიფოების ყოველმხრივ ეკონომიკურ, პოლიტიკურ და ყველა სხვა სფეროში ჩამოყალიბებას. ვთანამშრომლობთ მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რადგან არ განმეორდეს 2008 წლის აგვისტოში მომხდარი ავანტიურები ", — თქვა ლავროვმა. კითხვაზე, გაითვალისწინებს თუ არა რუსეთი ევროპის საბჭოს რეზოლუციებს, მინისტრმა უპასუხა, რომ მან არაფერი იცის ამ განცხადებებისა და გადაწყვეტილებების შესახებ. მისი თქმით, „აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე“ საერთაშორისო წარმომადგენლების წვდომის საკითხებზე საუბარი „ უშუალოდ ამ სახელმწიფოების ხელმძღვანელობებთან არის აუცილებელი “. „რამდენადაც მე ვიცი, მსგავსი ვიზიტები რეგულარულად ხდება. აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ევროპული და სხვა სახელმწიფოების წარმომადგენლები სტუმრობენ. როგორც ჩვენ გვიყვებიან ხოლმე, რეგულარული კონტაქტების მსვლელობისას, ამ ქვეყნების მთავრობები მზად არიან გულწრფელი და ღია დიალოგისთვის საერთაშორისო სტრუქტურებთან, იქნება ეს ევროპის საბჭო, გაერო თუ ეუთო", — დასძინა მან. ბრიუსელში გაიმართა ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის, შეხვედრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან, რომელიც ბრიუსელში ჩავიდა ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის ყოველწლიურ სხდომასთან დაკავშირებით.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.