პოლიტიკა
ერევანში საპროტესტო აქცია სასტიკად დაარბიეს
სომხეთის დედაქალაქში არეულობაა. გამთენიისას ერევანში პოლიციამ ქუჩაში გამოსული მომიტინგეები წყლის ჭავლის მეშვეობით დაშალა. დაკავებულია ათობით ადამიანი. ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებაც. ათასობით მოქალაქემ დედაქალაქის ცენტრალური გამზირი, ელექტროენერგიაზე ტარიფების გაზრდის გამო გადაკეტა, რასაც პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნაც დაემატა. ღამით დემონსტრანტები რამდენჯერმე გააფრთხილეს და მათ აქციის შეწყვეტა ურჩიეს. დარბევა რამდენიმე საათის წინ დაიწყო. ერევანში დემონსტრაციას ქალაქი გიუმრი და სევანის მოსახლეობაც შეუერთდა. ამჟამად ტერიტორიას პრეზინდეტის სასახლის წინ ასუფთავებენ, თუმცა აქციის მონაწილეები საღამოს შეკრებას ისევ აპირებენ. ერევანში ათასობით დემონსტრანტმა მიიღო მონაწილეობა აქციაში, რომელიც ელექტროენერგიის მზარდი ფასის გაპროტესტების მიზნით გაიმართა. დემონსტრანტებმა მჯდომარე აქცია მოაწყვეს, სპეცრაზმმა მათ საშუალება არ მისცა გზა გაეგრძელებინათ სამთავრობო ოფისების მიმართულებით. ვითარება დაძაბული იყო, სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული კაცები ჟურნალისტების გაძევებას ცდილობდნენ. პრეზიდენტი სერჟ სარქისიანი გამოვიდა დემონსტრანტების მცირე ჯგუფთან შეხვედრის პირობით, იმ შემთხვევაში, თუ დემონსტრანტები მსვლელობას შეწყვეტდნენ - თუმცა მისი წინადადება უარყოფილ იქნა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.