პოლიტიკა
საქართველოში ავსტრიის საელჩო გაიხსნება
2018 წლამდე იგეგმება, რომ ბალტიის ქვეყნებსა და მალტაზე ავსტრიის საელჩოები დაიხურება. თუმცა, ამავდროულად, ქვეყნის დიპლომატიური მისიების გახსნა იგეგმება ბელორუსში, საქართველოსა და მოლდოვაში. "პოლონეთის რადიოს" ინფორმაციით, ამის შესახებ ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა სებასტიან კურცმა განაცხადა.
მისივე თქმით, ეს ქვეყანას 36 მილიონი ევროს დაზოგვაში დაეხმარება. გარდა ამისა, ეს გადაწყვეტილება სტრატეგიული მიზეზებით არის გამოწვეული.
"მიმაჩნია, რომ რუსეთის საფრთხე საქართველოსთვის გაცილებით მნიშვნელოვანია. ამიტომ ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ ისეთ ქვეყნებზე, რომლებსაც განსაკუთრებულად დაძაბული ურთიერთობა აქვს რუსეთთან", - აღნიშნა მინისტრმა. მისივე თქმით, ბალტიის ქვეყნები ევროკავშირისა და ნატოს წევრები უკვე არიან.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები