პოლიტიკა
დონალდ ტუსკი საქართველოს 20 ივლისს ეწვევა
საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი საქართველოს ორდღიანი ვიზიტით 20 ივლისს ეწვევა, - ამის შესახებ  პრეზიდენტის პრესსამსახური იტყობინება. ლიდერები ერთმანეთს პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვდებიან, რის შემდეგაც საქართველოსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტების ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს, ასევე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერებს შეხვდება. დონალდ ტუსკი საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს. ვიზიტის მეორე დღეს საქართველოსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტები, პრეზიდენტის სასახლეში, ევროკავშირის მისიის ეგიდით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს სამშვიდობო კონტინგენტს სიტყვით მიმართავენ.  ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში 21 ივლისს დასრულდება.
დონალდ ტუსკის ვიზიტი საქართველოში 14-16 ივლისს იყო დაგეგმილი და საბერძნეთის კრიზისის გამო გადაიდო.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.