პოლიტიკა
მარიხუანაზე მსჯელობამ პარლამენტში ხმაურით ჩაიარა
ჯანდაცვის კომიტეტმა არ დაუჭირა მხარი გოგა ხაჩიძის ინიციატივას, რომლის მიხედვითაც მარიხუანას მოხმარების გამო უქმდება პaტიმრობა და მცირდება ჯარიმები. საკითხზე მსჯელობამ დღეს პარლამენტში ხმაურით ჩაიარა, ოპოზიციისა და უმრავლესობის წარმომადგენლები ერთმანეთს ჯერ უშუალოდ საკითხთან დაკავშირებით დაუპირისპირდნენ, შემდეგ კი „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა და ამჟამინდელმა წევრებმა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე რეგლამენტის დარღვევაში დაადანაშაულეს. კერძოდ, როდესაც ხაჩიძის ინიციატივას კენჭი პირველად უყარეს, დარბაზში იმყოფებოდა ოპოზიციის 5 და უმრავლესობის 3 წევრი. მას შემდეგ კი, რაც ოპოზიციის 5-მა წევრმა მხარი დაუჭირა გოგა ხაჩიძის ინიციატივას, კომიტეტის თავმჯდომარემ კენჭისყრის პროცესისას 5 წუთიანი შვებულება მოითხოვა. ამ პერიოდში დარბაზში შემოვიდნენ უმრავლესობის სხვა წევრები და მათი მოსვლის შემდეგ კენჭისყრაზე ხელმეორედ გაიტანეს საკითხი. შედეგად, ინიციატივას მხარი დაუჭირა 5-მა დეპუტატმა, ხოლო წინააღმდეგი აღმოჩნდა - რვა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.