პოლიტიკა
პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო"'არჩევნებისთვის მზადებას იწყებს
პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო"'არჩევნებისთვის მზადებას იწყებს. როგორც პარტიის პოლიტსაბჭოს გუშინდელი სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ეკა ბესელიამ განუცხადა, ამ მიზნით "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარესთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან კონკრეტული ღონისძიებების ნუსხა შეჯერდა. "ძირითადად ვისაუბრეთ პარტიულ საკითხებზე. დავგეგმეთ, რომ ჩავატარებთ რაიონული ორგანიზაციების კონფერენციებს. კონკრეტული თარიღები მოგვიანებით დაზუსტდება, მაგრამ სავარაუდოდ დავიწყებთ სექტემბრიდან. ასევე იგეგმება შიდაპარტიული სხვადასხვა აქტივობა და ღონისძიებები. სწორედ ამ შიდაპარტიულ საკითხებზე გვქონდა საუბარი პრემიერ-მინისტრთან, რომელიც ჩვენი პარტიის თავმჯდომარეა. მასთან შეჯერდა ღონისძიებათა ნუსხა. ბუნებრივია, პარტია, რომელიც მმართველი პოლიტიკური ძალაა და რომელიც ემზადება იმისთვის, რომ გავაგრძელოთ აღებული ვალდებულებების შესრულება, უნდა იყოს მზად ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპისთვის. გვინდა, რომ კონკრეტული ღონისძიებებით და პარტიული აქტივობებით დაიწყოს არჩევნებისთვის წინასწარი მზადება", - აღნიშნა ეკა ბესელიამ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.