პოლიტიკა
ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი გაიხსნა
ეროვნული სასწავლო ცენტრ "კრწანისის" ტერიტორიაზე, ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი გაიხსნა. 
ცენტრი ოფიციალურად ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნეს. 
ინაუგურაციის ცერემონიალის ფარგლებში იენს სტოლტენბერგი საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ ასეულს შეხვდა, რომელიც ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალებისთვის გადამზადდა.  ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და საქართველოს პრეზიდენტი, შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი გიორგი მარგველაშვილი. 
ღონისძიებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.  წვრთნისა და შეფასების ცენტრის დაარსება უელსის სამიტზე მიღებული ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტის ფარგლებში იყო გათვალისწინებული. ცენტრის, ისევე როგორც პაკეტის სხვა ინიციატივის მიზანია საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების განვითარება, თავდაცვისუნარიანობის ამაღლება და ნატო-ს ძალებთან თავსებადობის გაზრდა. სხვადასხვა სახის წვრთნების ჩატარების მიზნით, ცენტრი საქართველოში არსებულ ყველა საწვრთნელ ინფრასტრუქტურასა და შესაძლებლობას გამოიყენებს. პროექტის განხორციელებას, ქართველ კოლეგებთან ერთად, ნატო-ს წევრი ქვეყნების, კერძოდ, დანიის, ლატვიის, ლიტვისა და ნორვეგიის წარმომადგენლები ხელმძღვანელობენ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.