ერთ კილოზე მეტი თხევადი კოკაინი და ასევე კილოზე მეტი კოკაინის ფხვნილი ამოიღეს სამართალდამცავებმა.
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ორი ადამიანი დააკავეს.
ისინი კოლუმბიის და ბრაზილიის მოქალაქეები არიან.
გამოძიების ცნობით, დაკავებულებმა ნარკოტიკული საშუალება სან პაულოდან დუბაის გავლით, დუბაი-თბილისის რეისით შემოიტანეს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს.
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
მასალის გამოყენების პირობები