ამერიკის შეერთებული შტატები მზად არის, 10 000 სირიელი ლტოლვილი შეიფაროს. ამის შესახებ ამერიკული მედიის ცნობით, თეთრ სახლში განაცხადეს.
სირიაში ოთხი წლის წინ დაწყებული სამოქალაქო ომის მიმდინარეობისას ვაშინგტონმა აშშ-ში დასახლების უფლება 1 500 ლტოლვილს მისცა. გარდა ამისა, აშშ-ის მთავრობა სირიელ ლტოლვილებს ფინანსურ დახმარებას უწევს.
თეთრი სახლის პრესსპიკერის, ჯოშ ერნესტის განცხადებით, პრეზიდენტ ბარაკ ობამას გადაწყვეტილება 10 000 სირიელის შეფარების შესახებ იქნება დამატებითი წვლილი, რომელსაც ვაშინგტონი სირიის კრიზისის აღმოფხვრის კუთხით შეიტანს.
მასალის გამოყენების პირობები