ბაქსვუდის მოხალისეთა კლუბი საქველმოქმედო კამპანიას ,,გახდი საიდუმლო სანტა'' უკვე მეშვიდე წელია ახორციელებს.
პროექტის ფარგლებში სოციალურად დაუცველი ბავშვების საახალწლო სურვილების ასრულების შესაძლებლობა ნებისმიერ მსურველს აქვს.
წელს ღონისძიებას სამეგრელოს რეგიონში - მთავარ ორგანიზატორებთან კოორდინაციით ორგანიზებას უწევს ახალგაზრდული სათათბირო.
ვრცლად საქველმოქმედო კამპანიის შესახებ გვესაუბრებიან რადიო
,,ათინათის’’ დილის გადაცემის სტუმრები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის, ახალგაზრდული პროექტების მართვისა და სტრატეგიული განვითარების განყოფილების უფროსი - თეკლე ჯღარკავა და ზუგდიდის ახალგაზრდული სათათბიროს თავმჯდომარის მოადგილე - დავით ვაჩეიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები