მესტიაში ხანძრის ჩასაქრობად ვერტმფრენს ამ დრომდე ელოდებიან (ვიდეო)
16:12 / 13.08.2017
მესტიაში, ბაგურიანის მთაზე ტყის მასივისთვის გაჩენილი ხანძრის
ჩასაქრობად სასაზღვრო პოლიციის
ვერტმფრენს ამ დრომდე ელოდებიან. საგანგებო სიტუაციათა მართვის
სააგენტოში აცხადებენ, რომ ურთულესი რელიეფის გამო ცეცხლის ჩაქრობა
ძნელდება.
"ფაქტობრივად, ვერ ვახერხებთ სპეციალური ტექნიკის შეყვანას ხანძრის
ტერიტორიის მიმდებარედ. ჩვენთან შეყობინება დღეს შემოვიდა და
სახანძრო-სამაშველოს სამსახურის წარმომადგენლები მაშინვე გავიდნენ
ადგილზე", - უთხრეს რადიო "ათინათს"
უწყების პრესსამსახურში.
აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ეროვნული სატყეო
სააგენტოც.
"დაახლოებით 2ჰა ტყის მასივში ხანძარი რამდენიმე საათის წინ გაჩნდა,
რის მიზეზადაც მაღალი ტემპერატურა და სავარაუდოდ მოსახლეობის
დაუდევნობა სახელდება. ადგილზე მუშაობენ საგანგებო სიტუაციების
მართვის სააგენტოს თანამშრომლები, ეროვნული სატყეო სააგენტოს
რეგიონალური სამსხურის თანამშრომლები, მობილიზებულია სახანძრო
ტექნიკა. რთული რელიეფური და გეოგრაფიული მდებარეობის გამო ხანძრის
სრული ლიკვიდაცია ამ ეტაპზე ვერ ხერხდება", - აღნიშნულია
განცხადებაში.
მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებლის, კაპიტონ ჟორჟოლიანის ინფორმაციით,
ცეცხლი, სავარაუდოდ, წუხელ გაჩნდა, დილიდან კი 500 კვადრატულ მეტრ
ფართობზე გავრცელდა.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები