ახალი ამბები
მესტიის აიპების ხელმძღვანელები მერს პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაში ადანაშაულებენ
მესტიის მუნიციპალიტეტის ორი ააიპ-ის ხელმძღვანელი მერს კაპიტონ ჟორჟოლიანს სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაში ადანაშაულებს. სახელოვნებო სკოლის ყოფილი დირექტორის მაია კახიანისა და ააიპ კულტურის სამსახურის ყოფილი უფროსის ნარგიზ ნიგურიანის მტკიცებით, ისინი პოსტებიდან იმის გამო გაუშვეს, რომ ჰესების საწინააღმდეგო აქციებზე გამოდიოდნენ და საკუთარ პოზიციას გამოხატავდნენ.



„2004 წლიდან ვმუშაობ ამ აიპის ხელმძღვანელად, რომელიც საკმაოდ წარმატებულია. დეკემბერში, როგორც კი ერთ აქციაზე გავედით და ახალგაზრდებს დავუჭირეთ მხარი, მეორე დღესვე გაიტანეს საკრებულოზე აიპების გაერთიანების საკითხი და ორი დღის წინ მოიყვანეს სისრულეში“, - უთხრა რადიო „ათინათს“ ნიგურიანმა.

ამავე პოზიციას იზიარებს ააიპ სახელოვნებო სკოლის ყოფილი დირექტორიც. მაია კახიანი ამბობს, რომ შესაძლო გაერთიანების შესახებ დეკემბერში მას შემდეგ გაიგო, რაც აქციაზე იმყოფებოდა, რის შემდეგაც მერთან გასაუბრება გადაწყვიტა, თუმცა ჟორჟოლიანმა მასთან შეხვედრა არ ისურვა.

„სახელოვნებო სკოლა, რომელშიც სულ რამდენიმე ხნის წინ რამდენიმე სკოლა გაერთიანდა, გააუქმეს. ესეც თავისთავად უკანონობაა. რა თქმა უნდა, გარდა პოლიტიკურისა, სხვა მიზეზი არ არის“, - აღნიშნა კახიანმა.

სამსახურიდან საზოგადოებრივი აქტიურობის გამო გათავისუფლებაში ადანაშაულებს მერს ააიპ კულტურის სამსახურის თანამშრომელი მანანა საღლიანი და კახიანისა და ნიგურიანის პოზიციებს იზიარებს.



გათავისუფლებულები ბრძოლის გაგრძელებას სამართლებრივი გზით აპირებენ.

გარდა ამისა, ყოფილი საჯარო მოხელეები მერს კორუფციაშიც ადანაშაულებენ და უწყებაში აუდიტის სამსახურის შესვლას ითხოვენ.

თავის მხრივ, ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს მესტიის მუნიციპალიტეტის მერი. კაპიტონ ჟორჟოლიანის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ მათთვის ცნობილი იყო და ეს ჰესების საწინააღმდეგო აქციებს არ უკავშირდება.


„ორი თვის წინ მივიღეთ გადაწყვეტილება კულტურის სამი ააიპ-ის გაერთიანების შესახებ. საუბარია სახელოვნებო სკოლაზე, თეატრსა და კულტურის სამსახურზე. მათ იცოდნენ, რომ ეს გადაწყვეტილება იყო მიღებული. სიმართლე გითხრათ, ნიგურიანმა მას შემდეგ დაიწყო აქციებზე სიარული, რომ ამას პოლიტიკური ელფერი ჰქონოდა. რაც შეეხება საღლიანს, მისი გათავისუფლების ბრძანება არ არსებობს, თუმცა, ერთი თვეა სამსახურში არ გამოცხადებულა და ალბათ, ახალი ხელმძღვანელი გაუშვებს“, - თქვა ჟორჟოლიანმა.

ყოფილი თანამშრომლების მოთხოვნაზე აუდიტის სამსახურთან დაკავშირებით კი, მერი ამბობს, რომ ამისთვის მზად არის და ეს უარყოფით შედეგებს არა მას, არამედ სწორედ გათავისუფლებულებს მოუტანს.

სვანეთში ჰესების მშენებლობას ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი აპროტესტებს. აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ მსგავსი პროექტების განხორციელება რეგიონის ეკოსისტემას დააზიანებს. ისინი მშენებლობის დაწყებამდე პროექტების საჯარო განხილვასაც ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამბობენ, რომ მშენებლობებს არ დაუშვებენ.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დღის სიახლეები
22 / ნოემბერი 2024
ზუგდიდში საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებმა, ცოტა ხნის წინ, რუსთაველის ქუჩა გადაკეტეს, შემდეგ კი მსვლელობით დაიძრნენ მდინარე ჩხოუშის ხიდისკენ.
22 / ნოემბერი 2024
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
22 / ნოემბერი 2024
ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას ბიუსტთან აქცია მიმდინარეობს.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.