ზუგდიდში 107-ვე საარჩევნო უბანზე ხმები დათვლილია. ცესკოს მონაცემებით, სალომე ზურაბიშვილს ზუგდიდში 28 577 ამომრჩეველმა მისცა ხმა, რაც 50,48%-ია, გრიგოლ ვაშაძეს კი- 28 035-მა მოქალაქემ,
რაც 49,52%-ს შეადგენს. სულ არჩევნებში მონაწილეობა 58 170-მა ამომრჩეველმა მიიღო, რაც 48,13%-ია, 1 514 ბიულეტენი კი გაბათილდა.
რეგისტრირებულია 17 საჩივარი, რომელიც, საოლქოს თავმჯდომარის მირანდა მესხის თქმით, კენჭისყრის შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენს. მისივე შეფასებით, არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა.
მასალის გამოყენების პირობები