ზუგდიდის მერის გეგა შენგელიას გადაწყვეტილებით 11 მაისიდან ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში შესვლა უფასო იქნება. აღნიშნული შეღავათით
ვიზიტორები წლის ბოლომდე ისარგებლებენ.
"მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ამ მიმართულებით, მთავრობამ შეიმუშავა ანტიკრიზისული გეგმა. ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი არის ქალაქის სავიზიტო ბარათი და ჩვენ ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ, არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, შიდა ტურიზმის განვითარებას", - აღნიშნა გიორგი შენგელიამ.
ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ახლად რეაბილიტირებული ბოტანიკური ბაღი 23 მარტს
დახურეს.
მასალის გამოყენების პირობები