ახალი ამბები
ანა წითლიძემ ჯანდაცვის მინისტრს ზუგდიდში მეთადონის პროგრამით მოსარგებლეთა ცენტრის სხვაგან გადატანა სთხოვა
პარლამენტის წევრმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ანა წითლიძემ ჯანდაცვის მინისტრს ზურაბ აზარაშვილს ზუგდიდში, გამარჯვების ქუჩაზე მდებარე ცენტრის გადატანასთან დაკავშირებით შუამდგომლობით მიმართა. დეპუტატის თქმით, აღნიშნული ცენტრით მეთადონის პროგრამაში ჩართული პირები სარგებლობენ, რაც იქ მცხოვრები მოქალაქეების უკმაყოფილებას იწვევს. წითლიძემ საკითხით დაინტერესება ზუგდიდის მაჟირირატ დეპუტატს, ირაკლი ჩიქოვანსაც სთხოვა.

"ეს არის საკითხი, რომელიც ზუგდიდში ერთნაირად აწუხებს ნებისმიერი პოლიტიკური მრწამსის ადამიანს, "ნაციონალსაც" და "ქართული ოცნების" მხარდამჭერსაც და მე მაქვს მათი განცხადებები თან. ეს არის ქალაქის ცენტრი, სადაც ცხოვრობს მოსახლეობა, ბავშვები, ახალგაზრდები და აქ ხდება ხალხო უბედურება. მოსახლეობამ ადგილობრივი ხელისუფლებისგან და ჯანდაცვის სამინისტროსგან არაერთხელ ითხოვა წერილობით ამ ცენტრის გადატანა ქალაქიდან სხვაგან, გარეუბანში, რომ არ იყოს შეწუხებული და არ უყუროს იმას, რაც იქ ხდება. მე მესმის, რომ პრობლემა არის კომპლექსური და მეთადონის პროგრამაში ჩართულ ამ ადამიანებსაც სჭირდებათ ხელშეწყობა და არ შეიძლება ისინი იყვნენ გარიყულები, მაგრამ, ის რაც ხდება ქალაქის ცენტრში, ე.წ ინსულინის შპრიცები, ბაიანები და ა.შ. ეს არის უბრალოდ წარმოუდგენელი ამბავი. მაშინ როდესაც 15-მდე განცხადება არის ამასთან დაკავშირებით დაწერილი და ითხოვეს არაერთხელ ჯანდაცვის სამინისტროსგან, პირადად თქვენ გთხოვეს, ბატონო ირაკლი და ახლა მე გთხოვთ ზუგდიდელების სახელით, რომ იქნებ უზრუნველყოთ, დაგვეხმაროთ, რომ ეს პრობლემა ზუგდიდელებს მოუგვარდეთ, რომ ეს ცენტრი გარეუბანში გადაიტანოთ ისე, რომ მეთადონის პროგრამაში ჩართულ ადამიანებს არ ჰქონდეთ პრობლემა", - აღნიშნა წითლიძემ.

მან პარლამენტში რადიო "ათინათის" მასალაში გამოყენებული ფოტოები მიიტანა და მინისტრს მათი დათვალიერება შესთავაზა. მოგვიანებით, მას ირაკლი ჩიქოვანმა უპასუხა და განმარტა, რომ საკითზე ადგილობრივი ხელისუფლება აქტიურად მუშაობს.

"დიახ, ეს საკითხი არსებობს, მუნიციპალიტეტი და სამხარეო ადმინისტრაცია მუშაობს ახალი შენობის მოძიებაზე, რომელიც ადეკვატური იქნება, რომელსაც არ ექნება გარკვეული შემხებლობა, მაგრამ ამავდროულად არ იქნება რაღაცა იზოლირება და ის, რომ ხელს ვკრავთ ადამიანებს, რომლებიც ამ პროგრამით სარგებლობენ", - თქვა ჩიქოვანმა.

ზუგდიდში იმ ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის ცენტრის განყოფილების გადატანას ითხოვენ, რომლითაც მეთადონის პროგრამის ბენეფიციარები სარგებლობენ. ამის მიზეზად მოსახლეობა აღნიშნულ ცენტრში მეთადონის ჩანაცვლებითი თერაპიით მოსარგებლეთა ქცევას და უსაფრთხოების ზომების დარღვევას ასახელებს. ქუჩის მცხოვრებლები პრობლემაზე, წლებია, საუბრობენ, თუმცა, როგორც თვითონვე ამბობენ, უშედეგოდ. მოქალაქეებმა რამდენიმე დღის წინ შესაბამისი წერილით ადგილობრივ ხელისუფლებასაც მიმართეს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დღის სიახლეები
21 / ნოემბერი 2024
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
21 / ნოემბერი 2024
მექორწინე ოჯახებს შორის არსებული ეკონომიკური ვალდებულებების თვალსაზრისით უკანასკნელ მოვალეობას შეადგენდა ,,აკვნის მიყვანა“.
21 / ნოემბერი 2024
საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის "ხელისუფლებამ" 2020 წელს დააკავა და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, შესაძლოა 2025 წლის მარტში გაათავისუფლონ. ამის შესახებ რადიო
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.