ახალი ამბები
ფოთისა და ანაკლიის პორტის პროექტები განხორციელდება ისე, რომ სახელმწიფო ინტერესები იყოს დაცული - მინისტრი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ თქვა, რომ საქართველოში საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება მნიშვნელოვანია, თუმცა გასათვალისწინებელია, მისი სახელმწიფოს ინტერესების დაცვით შესრულება.

საბოლოო შედეგი, რაც გვინდა რომ მივიღოთ, არის უფრო გამართული ოპერაციები, მეტი კონკურენტუნარიანობა და ეს ყველაფერი უნდა მოხდეს სახელმწიფოს ინტერესების დაცვით. ყველაფერი ყველაფრის ფასად - ეს არ არის ჩვენი პრინციპი, ასეთი პრინციპი დამაზიანებელი იყო ჩვენი ეკონომიკისთვის წლების განმავლობაში. ამიტომ, ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენს პარტნიორს "ეიპიემ ტერმინალს", რომელიც საერთაშორისო მაღალი რეპუტაციის ოპერატორია, რომელთანაც ჩვენ გვაქვს მჭიდრო დიალოგი.

ანაკლიის პროექტი ძალიან რთულია ინვესტორებისთვის, მით უმეტეს, რომ ეს არის "გრინფილდ" პროექტი და ამიტომ ჩვენ ძალიან დიდი ძალისხმევა ჩავდეთ იმაში, რომ მაქსიმალურად სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით მოვახდინოთ ამ პროექტის განხორციელება", - აღნიშნა მან.

მისივე განმარტებით, პროექტები სრულდება გეგმაზომიერად და მისი მიზანია საქართველოს შესაძლებლობების ზრდა.

შეგახსენებთ, ანაკლიის პორტის სახელმწიფო თანამონაწილეობით აშენების გადაწყვეტილება ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2022 წლის დეკემბერში მიიღო.

2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, ანაკლიის პორტის ინფრასტრუქტურისთვის 50 მლნ ლარია გამოყოფილი.



ამავე თემაზე:

ანაკლიაში ჩინელების ამ დოზით შემოყვანა დანის ჩარტყმაა ამერიკელ, ევროპელ პარტნიორებთან ურთიერთობებში - პრეზიდენტი

ანაკლიის პროექტში პირველი ფაზის საინვესტიციო მოცულობა 600 მლნ დოლარია - პრემიერი

ჩინურ კომპანიას აქვს თაღლითობასა და კორუფციაში მონაწილეობის ისტორია - აშშ-ის სახდეპი ანაკლიის პროექტზე

ჩინეთის ანაკლიაში შემოსვლისას რამდენად დაცული იქნება ქვეყნის უსაფრთხოება, ის ალიანსშია რუსეთთან - მამუკა ხაზარაძე

ანაკლიის პორტის პროექტის გამარჯვებულად ჩინურ კონსორციუმს გამოვაცხადებთ - მინისტრი

ვგეგმავთ, ივნისიდან ანაკლიაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები დავიწყოთ - კობახიძე
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სტატია
დღის სიახლეები
20 / მაისი 2025
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მასშტაბით დღეს მეთორმეტეკლასელებისთვის ბოლო ზარი დაირეკა.
20 / მაისი 2025
აფხაზური ოპოზიცია ეხმიანება რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილის დიმიტრი ვოლვაჩის კომენტარს, რომლის თანახმადაც, „რუსეთ-აფხაზეთის საინვესტიციო შეთანხმებამ უნდა დაიცვას ინვესტორების უფლებები და კაპიტალი“.
19 / მაისი 2025
სოხუმის აეროპორტის პრესსამსახური უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, ობიექტზე დასაქმებული კომპანიის თანამშრომლების გაფიცვის შესახებ.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
15 / მაისი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.