ახალი ამბები
ახლა დუმილი დანაშაულია, გამოდი გარეთ - ზუგდიდის უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი
ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის მიმართულების სტუდენტები სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებენ და აღნიშნავენ, რომ ევროინტეგრაციის პროცესის 2028 წლამდე შეფერხება საქართველოს კონსტიტუციის 78- ე მუხლის მოთხოვნებს ეწინააღმდეგება.

მათი თქმით, ევროინტეგრაცია საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ნება და ქვეყნის ისტორიული არჩევანია.

"ჩვენ ვიცავთ საქართველოს კონსტიტუციას და არც ერთი ნაბიჯით არ ვაპირებთ უკან დახევას თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის, ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში!

ვგმობთ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას, რაც უხეშად არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს.

მოვუწოდებთ სამართალდამცავებს, არ დაემორჩილონ უკანონო ბრძანებებს, დემონსტრანტების მხრიდან ცალკეული კანონსაწინააღმდეგო ქმედებების მიმართ გამოიყენონ მხოლოდ კანონით დადგენილი, პროპორციული და ინდივიდუალური ღონისძიება!

ახლა დუმილი დანაშაულია!

გამოდი გარეთ!

წინ ევროპისკენ!

ევროკავშირი და ნატო ჩვენი არჩევანია!

ხელმომწერები:

1. ნინო მანია
2. ანა ცანავა
3. გაბრიელ როგავა
4. დუშელ გვალია
5. გვანცა ჩიტაია
6. ნანა აფრასიძე
7. ელენე აკობია
8. ისააკ გუგუსიანი
9. სოფია ჭითანავა
10. ნანა გაბუნია
11. საბა კვარაცხელია
12. მიშიკო ხუბუტია
13. თამთა ესართია
14. ელენე მესხია
15. ნინო კვირკვია
16. ქეთი თოდუა
17. დავით გვაჯავა
18. ცაბუნია ვართაგავა
19. კარინა პისარევა
20. ანი ჭანია
21. გიორგი ქუჩულორია
22. მეგი შველიძე
23. ანანო მესხია (ფარმაცია)
24. სესილი საბეკია (ფარმაცია)
25. ტასო ჯახაია (ფარმაცია)
26. ალექსი იზორია (ბიზნესის ადმინისტრირება)
27. ნანა თოლორაია (საჯარო მმართველობა)
28. ანი ძანძავა
29. ნიკა ბუკია (საჯარო მმართველობა)
30. მალვინა კოტუა ( საჯარო მმართველობა)
31. მარიამ გოგოხია
32. ქეთი მიქავა
33. ქრისტინა ებრალიძე
34. ანანო კვარაცხელია
35. ნიკა ჭითანავა", - ვკითხულობთ განცხადებაში.

სტუდენტების განმარტებით, სია განახლდება.

შეგახსენებთ, 4 დეკემბერს, ამავე უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის სტუდენტებმა განაცხადეს, რომ პროტესტის ნიშნად, ლექციებზე არ გამოცხადდებიან. ისინი მოუწოდებენ თანამოქალაქეებს, არ შეეგუონ ქვეყნის დეევროპეიზაციას.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.